ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლა

                                                               ბორის საჯარო სკოლა
   




    წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ბორის საჯარო სკოლაში პროექტ ,,წიგნი სიყვარულია“-ს ფარგლებში


    24 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი,  ის მიზნად ისახავს წიგნსა და  ზოგადად ლიტერატურასთან სხვადასხვა ასაკის მკითხველის დაახლოებას. ბუნებრივია მნიშვნელოვანია ამ აქტივობის მაშტაბურობა. ამიტომაც პროექტ „წიგნი სიყვარულიას“ ფარგლებში ბორის საჯარო სკოლაც შეუერთდა აქციას წიგნის საჯაროდ კითხვასთან დაკავშირებით.



 წიგნის კითხვასთან დაკავშირებულ ინიციატივას კი მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ემოციებით შეხვდნენ. ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც აქტიური მკთხველები ესწრებოდნენ. თავდაპირველად მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკარი ქალბატონი დონარა ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ მიმოიხილა პროექტი, ისაუბრა მისი მიზნებისა ამოცანების შესახებ, ასევე წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

 ამის შემდეგ კი კოორდინატორმა მოსწავლემ ბავშვებს რევაზ ინანიშვილის ერთ-ერთი ნაწარმოები „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ წაუკითხა. მან ასევე ისაუბრა მწერლისა ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში დასმული საკითხის შსესახებ, სადაც მათ საკუთარი აზრი დააფიქსირეს. 
საბოლოოდ მათ შეაჯამეს ეს დღე და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები არა მარტო აღვივებს წიგნის სიყვარულს და აახლოვებს მასთან მოსწავლეებს, არამედ ხელს უწყობს ლოგიკური მსჯელობის, წაკითხულის სწორად შეფასებისა და გააზრების უნარების განვითარებას. ასევე ისურვეს, რომ მსგავსი აქტივობები კვლავ განხორციელდეს, რომელშიც მეტი აქტიურობით ჩაერთვებიან. 






2014- 2015  წწ. 

სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" პრეზენტაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლაში.

https://www.youtube.com/watch?v=swj3xfDwgTg&feature=youtu.be


















შეხვედრა სკოლის დირექტორთან, ის  მოსწავლეებს ესაუბრა არაჩვეულებრივ ნაწარმოებზე  ,,დათა თუთაშხია"

ოქტომბერში ბორის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება „შეხვედრა სკოლის დირექტორთან“ ნათია კალანდაძის პროექტის „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში. ბორის საჯარო სკოლაში შექმნილია კლუბი, სადაც გაწევრიანებულია 15 ბავშვი, რომლებიც ესწრებიან პროექტის მიხედვით გამართულ თითოეულ ღონისძიებას, თუმცა აქ ასევე აქტიურად არიან ჩართულები სკოლის სხვა მოსწავლეებიც.   მიზანია საკმაოდ მნიშვნელოვანია: მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება.
  





მოწვეული გვყავდა ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი ჰამლეტ ბერაძე, რომელმაც თავდაპირველად ისაუბრა მოზარდებში წიგნის კითხვის პრობლემაზე და ბავშვებს კიდევ ერთხელ გააცნო ეს პროექტი. შემდეგ მან განიხილა ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოები „დათა თუთაშხია“.


   ცხადია ინტერესი ძალიან დიდი იყო,  დიალოგი მართლაც შედგა. ასევე ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული სკოლის ბიბლიოთეკა (ბიბლიოთეკარი: დონარა ბერიძე) და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათელა ჩიტორელიძე. ვფიქრობთ პირველმა შეხვედრამ  ნაყოფიერად და წარმატებულად ჩაიარა.






პროექტის სტუმარია ბორის საჯარო  სკოლის კურსდამთავრებული: გურამ ფაიქრიძე

ნოემბერში ბორის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტი „წიგნი სიყვარულია“ მიხედვით მეორე  შეხვედრა, რომელზეც მოწვეული სტუმარი იყო ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გურამ ფაიქრიძე, მან სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.




თავდაპირველად სტუმარი ბავშვებს ესაუბრა მისი საყვარელი წიგნებისა და მწერლების შესახებ, ხოლო  - შემდეგ მან განიხილა რამდენიმე ცნობილი წიგნი. მათ შორის  ჯერომ დევიდ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“.





ამასთანავე მან ეს წიგნი ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად უსახსოვრა. ღონისძიება სკოლის ბიბლიოთეკის  შენობაში გაიმართა, რამაც მეტად მყუდრო გარემო შექმნა. სტუმარმა ბავშვებს მოუწოდა ბევრი წიგნის კითხვისაკენ. ღონისძიების დასასრულს კი მოწვეულმა სტუმარმა და ღონისძიებაში ჩართულმა ბავშვებმა  სამახსოვრო ფოტოები  გადაიღეს.




ჩვენი  სტუმარია საზოგადო მოღვაწე: ნიკო მაჭავარიანი


დეკემბერში ბორის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტი „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში მესამე ღონისძიება, რომელზეც  მოწვეული იყო ხარაგაულის რაიონის IP ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ნიკო მაჭავარიანი, რომელმაც აქ შეკრებილ ბავშვებთან გააკეთა პრეზენტაცია ქართული ენის მეცნიერებათა დოქტორის მარინე ცინცაბაძის ისტორიულ წიგნზე  „აღმოაჩინე ათასწლეულების საქართველო“. 




წიგნი შეეხება ქართველი ხალხის წარმომავლობისა და მათი ავტოქთონურობის საკითხს, რამაც ბავშვებისა და მასწავლებლების დიდი დაინტერესება გამოიწვია.



არსანიშნავია, რომ თავად პროექტიც „წიგნი სიყვარულია“ ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათი დაინტერესება და ჩართულობა თითოეულ პროექტზე უფრო იზრდება და წიგნის კითხვისადმიც მეტ ინტერესს იჩენენ.






ბატონი ნიკო მაჭავარიანი დაგვპირდა, რომ ეს წიგნი მალე დაიბეჭდება შედარებით დიდი რაოდენობით და ხარაგაულის ყველა ბიბლიოთეკისათვის ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის ბორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისათვისაც, რაც მეტად სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა ბავშვებისათვის.
ამ ღონისძიებამაც წარმატებულად ჩაიარა, ღონისძიების დასარულს ბავშვებმა სტუმართან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ჩვენი სკოლა აქტიურად ემზადება შემდეგი ღონისძიების გასამართად.




Комментариев нет:

Отправить комментарий