გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა (დაწყებითი საფეხური)





პროექტის ,,წიგნი სიყვარულია’’

ანგარიში N1

ჩატარების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეშის საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური

მასწავლებელი:  ნათია კურტანიძე





პროექტის პრეზენტაციის თარიღი: 2014 წლის 15 ნოემბერი

რეზიუმე:



15 ნოემბერს ქვეშის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა სკოლის დირექტორსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან.  აღნიშნული სკოლის პედაგოგმა ნათია კურტანიძემ, კოლეგებს გააცნო პროექტის შინაარსი და წარუდგინა პრეზენტაცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 




პროექტის ხელმძღვანელთან–ნათია კალანდაძესთან შეთანხმებით, გადაწყდა– მოხდეს გეგმის მოდიფიცირება და მოერგოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს ისე, რომ შენარჩუნებული  იქნას პროექტის მთავარი არსი და მიზანი.

ყველა პედაგოგმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდეს პატარების მაქსიმალურად ჩართვა და დაინტერესება, რათა ხელი შეეწყოს მათ აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.





პროექტის მთავარი გეგმის  მიმდინარეობის შესაბამისად, გადაწყდა პირველი შეხვედრა მოსწავლეებისა  მოხდეს სკოლის დირექტორთან.


                                                

ჩვენი სტუმარია სოფელ ქვეშის საჯარო  სკოლის დირექტორ– ლელა ბიბილური


პროექტის ,,წიგნი სიყვარულია’’
ანგარიში N 2

ჩატარების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეშის საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური.





მასწავლებელი:  ნათია კურტანიძე

რეზიუმე:

2015 წლის 20 ნოემბერს ქვეშის საჯარო სკოლაში შედგა  შეხვედრა პირველ სტუმართან,  სკოლის დირექტორ– ლელა ბიბილურთან. იგი  პატარებს ესაუბრა წიგნის სიყვარულზე... 


მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნა ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება.  აუხსნა, რომ წიგნიერების გარეშე ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება არსებობაც კი...  




 დასაწყისისთვის შესთავაზა, რომ  ნათია მასწავლებელმა წაუკითხოს ზღაპრები, დაასახელა ერთ–ერთი– ,,ნაცარქექია“. ბავშვების ნაწილი იცნობს ამ ზღაპარს, თუმცა ყველამ ერთხმად გამოთქვა სურვილი , ერთად მოისმინონ.




მეორე დღეს, 21 ნოემბერს, ნ.კურტანიძემ მოსწავლეებს წაუკითხა ზღაპარი ,,ნაცარქექია“. დასრულებისას დაუსვა კითხვები იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად გაიგეს და გაიაზრეს პატარებმა შინაარსი.






 სთხოვა მომდევნო შეხვედრისთვის დახატონ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. აგრეთვე, სთხოვა დაეწერათ თავიანთი აზრი წიგნიერების მნიშვნელობაზე და მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით.
ნ. კურტანიძე
2015 წლის 21 ნოემბერი





პროექტის ,,წიგნი სიყვარულია’’

ანგარიში N3

ჩატარების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეშის საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური.

მასწავლებელი:  ნათია კურტანიძე


პროექტის მომდევნო აქტივობის დასწყისი:   2014 წლის 8 დეკემბერი
რეზიუმე:


პროექტის შემდეგი  სტუმრი იყო პედაგოგი ქეთევან რჩეულიშვილი. იგი პატარებს ესაუბრა წიგნის სიყვარულზე, აუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული, ნაკითხი თაობა ძლიერი ქვეყნის ასაშენებლად.  გაიხსენა საკუთარი ბავშვობა.


 მოსწავლეებს უამბო, თუ როგორ უყვარდა  ბიბლიოთეკაში ჯდომა და დაუსრულებლად წიგნების კითხვა. უამბო მისი ბავშვობის საყვარელ წიგნებზე, განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა ,,სახურავის ბინადარი კარლსონი“, ,,ბიძია თომას ქოხი“  და ,,პეპი–გრძელი წინდა“. ქალბატონმა ქეთევანმა მოსწავლეებს შესთავაზა ერთად დაიწყონ ძალზე სახალისო და საინტერესო საბავშვო ნაწარმიების ,,პეპი–გრძელი წინდა“, კითხვა. 




პატარები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. გადაწყდა,დაიწყონ მეორე დღესვე და გაკვეთილების შემდეგ 15–20 წუთი დაეთმოს აღნიშნული ნაწარმოების კითხვას. პროექტის წარმმართველი პედაგოგი ნათია კურტანიძე და ქეთევან მასწავლებელი შეთანხმდნენ, რომ მორიგეობით წაუკითხავენ პატარებს ,,პეპის“. კითხვის პროცესში უშუალოდ ჩაერთვებიან მე–4 კლასის მოსწავლეები.


პატარებს ძალიან მოსწონთ ნაწარმოები. კითვის დროს არის მხიარულება, სიცილი და სახალისო კომენტარები.  ზოგიერთი  გოგოგნა ცდილობს დაემსგავსოს პეპის ვარცხნილობით, ჩაცმულობით და ქცევითაც კი.....წიგნის  ერთ–ერთი მორიგი თავის კითხვის წინ, საკლასო ოთახში შესვლისას, ნათია მასწავლებელს დაფაზე დახვდა ბავშვების მიერ შესრულებული პეპის ძალზე საყვარელი და სახალისო პორტრეტი.







აღნიშნული ნაწარმოების დასრულების შემდგომ კი პროექტში  ჩაერთვებიან მოსწავლეთა მშობლები. კვირაში ერთი მშობელი წიგნით ხელში მოვა სტუმრად და ბავშვებს წაუკითხავს  წინასწარ, ნათია მასწავლებელთან ერთად შერჩეულ ზღაპარსა თუ საბავშვო მოთხრობას.

                                                                               ნათია კურტანიძე
                                                                                   2014 წლის 15 დეკემბერი

  


პროექტის ,,წიგნი სიყვარულია’’

ანგარიში N4


ჩატარების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეშის საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური.







მასწავლებელი:  ნათია კურტანიძე


პროექტის მომდევნო ეტაპის დასაწყისი:  2015 წლის 20 იანვარი

პროექტის ამ ეტაპზე აქტიურად ჩაერთნენ მშობლები. კვირაში ერთი დღე ( ოთხშაბათი) მათ ეთმობა. მშობელი წიგნით მოდის სკოლაში და პატარებს უკითხავს წინასწარ შერჩეულ ზღაპარს თუ საბავშვო მოთხრობას.




 კითხვის დასრულებისას ნ. კურტანიძე სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ახდენს  წაკითხულის გააზრების შემოწმებას.






 ბავშვები პასუხობენ კითხვებს, ადგენენ ,,გმირის რუკას“, ახასიათებენ პერსონაჟებს, აფასებენ  მოქმედი გმირების საქციელს, საუბრობენ მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე.  თავიანთი ინტერპრეტაციით ამთავრებენ ნაწარმოებს. 






აგრეთვე, გაითამაშებენ პატარა სცენებს წაკითხულიდან. ეს ყოველივე კი უვითარებთ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, წაკითხულის გააზრების, დასკვნის გამოტანის და სხვ. უნარებს.

ნ. კურტანიძე
2015 წლის 31 იანვარი




Комментариев нет:

Отправить комментарий