ძევრის საჯარო სკოლა
მდებარეობს მდინარე ძევრულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1321 ადამიანი. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე. სოფელში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, ორი ვეტერინარული პუნქტი, ბენზინგასამართი სადგური. სოფელში გადის თერჯოლა-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა
სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლს ხეობაში ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარსტრული მღვიმე და არქოლოგიური ძეგლი — საგვარჯილე. საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, ის გაითხარა 1951-1952 წლებში. აღმოჩენილი მასალა დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.
ძევრის საჯარო სკოლა უკვე მესამე წელია ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პარტნიორია და მონაწილეობას ღებულობს ამავე სკოლის პედაგოგის ნათია კალანდაძის პროექტებში. ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს მომავალი თაობებისათვის. ისინი ამ პროექტის მონაწილეებუ უკვე გასულ წელს გახდნენ, მაშინ როდესაც პროექტის აპრობაცია მიდიოდა.პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე დავიწყეთ მოძიება იმისა, თუ რა რესურსი არის სოფელში წიგნთან მიმართებით, გარდა ბიბლიოთეკისა.სოფელ ძევრში ფუნქციონირებს ,,კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“, ეს ცენტრი მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში, რომელიც ძევრში 2012 წლიდან არსებობს.
მისი ხელმძღვანელი გახლავთ ქ. ლ. კალანდაძე და ბატონი გ. ბაქრაძე. ამ ცენტრის დახმარებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გარდა ამისა მსურველს შეუძლია შეიძინოს ,,ბუქსიტის“ ქსელში არსებული წიგნები. ძევრში ამ საზოგადოებას ხელმძღვანელობს ქ-ნი ნ. კვახაძე.
ბავშვებმა ქ-ნ ნონას დაუსვეს საინტერესო კითხვები. მან აღნიშნა, რომ მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთერთი უნიშვნელოვანესი პრობლემაა. ტექნიკის განვითარება, ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა წიგნის ინტერესი . იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ახაგაზრდა თაობაში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას საამისოდ ჩვენი სკოლა მონაწილეობს პროექტში ,,წიგნი სიყვარულია“ გვწამს და გვჯერა რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენ კვლავ გავაღვივებთ სურვილს, რომელიც წიგნისაკენ მოაბრუნებს მომავალ თაობას.
სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა და დისკუსია გამართეს არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან ნაწარმოებზე გიორგი ლეონიძის ,,მარიტა". სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია საბწოური მენტალიტეტზე უარის თქმა და თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
მოსწავლეებმა სკოლის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარეს წიგნიერებასთან დაკავშირებით, გამოკითხვის შედეგებს მოკლე დროში მივაწვდით საპროექტო ჯგუფს.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, რათა მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
მონაწილეობა მიიღო, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.
მასალებს ვუგზავნით პროექტის ხელმძღვანელს
პროექტის სტუმარია ძევრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: მათე ფანჩულიძე
ძევრის
საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გაიმართა ,,წიგნი სიყვარულია“–ს
ფარგლებში, ამჟამად სტუმარი იყო აწსუ–ს სტუდენტი მათე ფანჩულიძე.
მისი სიყვარული პოეზიისადმი
მართლაც, რომ მნიშვნელოვანია. ხალასი გონება, ნიჭიერება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის
ინტელექტს. მათემ მართლაც საინტერესოდ წაიკითხა ის ლექსები, რომლებიც მას ძალიან უყვარს.
საოცრად დასაფასებელია უმშვენიერესი გარემო,
რომელიც ქ–ნ ნანამ შექმნა, ის ,,წიგნი სიყვარულია“–ს კოორდინატორია ძევრის საჯარო სკოლაში.
აქ წარმოდგენილი ფოტო–მასალა კი ნამდვილად ამტკიცებს ზემოაღნიშნულს.
Комментариев нет:
Отправить комментарий