სასწავლო–საგანამანათლებლო ,,წიგნი სიყვარულია" ქ.რუსთავის N16 საჯარო სკოლაშია....
2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავის N16 საჯარო სკოლის
კლუბის „ წიგნი სიყვარულიას“ინიციატივით
და თაოსნობით გაიმართა შეხვედრა რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ
პროექტის მეგობარი სკოლები N 12 და N 13 საჯარო სკოლების წარმომადგენლები,შეხვედრას ასევე ესწერობდნენ სტუმრის სტატუსით მოწვეული N22 საჯარო სკოლის
მოსწავლეები.
შეხვედრაზე
წაკითხულ და განხილულ
იქნა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები „თევზის წერილები“.
მეთერთმეტე
კლასის მოსწავლემ ნანა ბეშქენაძემ
მოამზადა პრეზენტაცია გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით და წარუდინა შეხდვედრაზე მყოფ კლუბის წევრებს. შემდეგ კი ყველამ
ერთად მიიღო მონწილეობა მოთხრობის წაკითხვასა და განხილვაში. შეხვედრა საკმაოდ
საინტერესოდ წარიმართა და დაიგეგმა
პარტნიორ სკოლებს შორის მორიგი აქტივობა.
პროექტის კოორდინატორი რუსთავის N16 საჯარო სკოლაში: ელენე ნარიმანიძე
https://www.youtube.com/watch?v=821b3VZovsA
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის დირექტორის ქ–ნ ირინა მელქაძე–გელაშვილის მიერ
პროექტი „წიგნი სიყვარულია“
"წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს,
სიბერეს ამხიარულებს,
ბედნიერებას ამშვენებს,
უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა".
ციცერონ მარკ ტულიუსი
წელს ჩვენი სკოლა ჩაერთო პროექტში „წიგნი სიყვარულია“. 24 ოქტომბერს ჩატარდა ამ პროექტის რიგით მეორე შეხვედრა
პირველ სტუმართან. სტუმრად მოწვეული გვყავდა ჩვენი სკოლის დირექტორი ქ-ნი ირინა მელქაძე-გელაშვილი.
ქ-ნმა ირინამ წარმოგვიდგინაპრეზენტაციის
სახით ცნობილი რუსი კლასიკოსი მწერლის ლევ ტოლსტოის შემოქმედება.გაგვაცნო ავტორის მოკლე
ბიოგრაფიული ცნობები და კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი მის ნაწარმოებზე „ანა კარენინა“. ქ-ნ ირინას მომზადებული ჰქონდა
სპეციალური ბუკლეტები. ვიხილეთ ასევე ამ თემაზე
გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ვერსიის პრომო ვიდეო.
დასაწყისშივე,ჩვენმა
სტუმარმა ისაუბრა ამ ნაწარმოების სამ მთავარ გმირზე. ეს გახლავთ : ანა კარენინა, მაღალჩნოსანი
ბ-ნი კარენინი და ანას „სატრფო“ახალგაზრდა ბ-ნი ვრონსკი. ისაუბრა ამ სამი ადამიანის
დადებით და უარყოფით თვისებებზე და გამოკვეთა ანას მეუღლის დიდსულოვანი ხასიათი, მისი
დამოკიდებულება, ზრუნვა და სიყვარული ოჯახისადმი, განსაკუთრებით კი ანას მიმართ.
შემდეგ
დასვა სადისკუსიო კითხვები.
1. სწორად მოიქცა თუ
არა ანა, როდესაც მან მიატოვა ოჯახი და გაჰყვა ვრონსკის?.
2. როგორი ნებისყოფის
ადამიანია ანა „სუსტი“ თუ „ძლიერი“?
3. როგორი დედაა ანა?
4. შეიძლება თუ არა
ადამიანმა თავი გაწიროს ყველასა და ყველაფრისთვის?
5.
რომანტიზმი თუ რეალიზმი?
გამოითქვა არაერთი
აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობა არ მოიწონა ანას საქციელი, თუმცა
იყო ადამიანტა კატეგორია, რომელიც ამას სრულიად სხვა, რომანტიული თვალით უყურებდა და
აღნისნავდა რომ ანნას სხვააგვარად არ შეეძლო მოქცევა. ხაზი გაესვა იმას, რომ ანნამ
არ დააფასა ის, რაც ჰქონდა და აჰყვა მხოლოდ გულისთქმას, რამაც საბოლოოდ დაღუპა. რაც
შეეხება ნებისყოფის საკითხს, ანა მოსწავლეების აზრით სუსტი ადამიანი აღმოჩნდა, რომ
არ იბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის და თუნდაც შვილის დაბრუნებისთვის. მეოთხე საკითხის
მოსწავლისეული პასუხი იყო შემდეგნაირია: ზრდასრულმა ადამიანმა რეალურად უნდა შეაფასოს
არსებული მდგომარეობა და აწონ-დაწონოს თითოეული ნაბიჯი. მაგრამ ანა იყო რომანტიკოსი,
რომელიც იმდენად მოწყდა რეალობას,რომ დაკარგა გზა მიწაზე დასაბრუნებელი.
მე მიყვარს ანა,
თავისი ფაქიზი სულით, კეკლუცი, დახვეწილი მანერების პატარა ქალბატონი. ვიტყოდი ერთს,
არ არსებობს უნაკლო და უშეცდომო ადამიანი. „შეცდომა ადამიანთა წესია, შეცდომა რომ არა
კაცი ღმერთი იქნებოდა“.(ავტორი არ მახსოვს) თუმცაღა გააჩნია შეცდომასაც. შემიძლია ვთქვა,
რომ ეს იყო ნამდვილი, ოღონდ ცალმხრივი სიყვარული, (რაც ანას ვრონსკის მიმართ ჰქონდა,
ბ-ნ კარენინს კი ანას მიმართ) რომელმაც ვერ შეისხა ფრთები და ვერც გაძლიერდა. ეს სიყვარული
თავშივე განწირული იყო დასაღუპად, ვინაიდან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი (ვრონსკი, ანა)
და სხვისი კეთილგანწყობით სარგებლობა კარგს არავის არაფერს მოუტანს.
პატივისცემით
სსიპ ქ.რუსთავის
#16 სკოლის პედაგოგი: თამარ ბიწაძე
პროექტის „წიგნი სიყვარულია“ კოორდინატორი
პროექტის „წიგნი სიყვარულია“ კოორდინატორი
ჩვენი სტუმარია ლაშა ნოზაძე
„როცა წიგნი თან გაქვს, შენთანაა და როცა გრძნობ
მის სუნს
და თან როცა გიყვარს, საოცარ სიამოვნობას გრძნობ“
ლაშა
ნოზაძე
სსიპ ქ.რუსთავის N16 სკოლა
სასწავლო პროექტი „წიგნი სიყვარულია“
შეხვედრა საზოგადო მოღვაწეს ლაშა
ნოზაძესთან
განხილული ნაწარმოები ვაჟა-ფშაველას
„გველის მჭამელი“ და
გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლამარა“
„ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ისნაწილია, რომლის შეცვლააღარავითარ ძალას არშეუძლია, ხოლო რომელშიშეღწევის სურვილიმიცხოველებს მაშინდელხალისს ცხოვრებისა დაშემოქმედების. იქნებ, ამწიგნმაც გაუწიოს მეგზურობაქართველ ახალგაზრდებს. დათუ რომელიმემ მაინც მიაგნოთავის გზას ამ წიგნისკითხვისას, ჩავთვლი, რომამაოდ არ დავშვრი.“
ჯანრი კაშია
2014 წლის 20 ნოემბერს პროექტსი ფარგლებში შედგა
მორიგი შეხვედრა საზოგადო მოღვაწე, რეჟისორ და ჯგუფ „რეგიონის“ სოლისტ ლაშა
ნოზაძესთან.
დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და
სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ ბ-ნი ლაშა იქნებოდა ჩვენი მორიგი სტუმარი. იგი
ხომ ხელოვანი და თავისი საქმის დიდოსტატია, რომელიც ხელოვნების განსხვავებულ
სფეროებში მოღვაწეობს, იქნება ეს სამსახიობო კარიერა, ჯგუფის სოლისტობა თუ
რეჟისურა.
საუბრის დასაწყისში, ბ-ნი ლაშა გაეცნო თითოეულ
წევრს, რამაც მაშინვე ძალიან თბილი ურთიერთობა და სასიამოვნო გარემო შექმნა. მას
ჩვენთვის წარსადგენად მოტანილი ჰქონდა თავისი საყვარელი ნაწარმოები, ჩვენი
ბუმბერაზი და საამაყო ბუნებისმოტრფიალე მოღვაწის, ვაჟა ფშაველას შემოქმედებიდან
პოემა „გველის-მჭამელი“, რომლის განხილვის შემგდომ პარალელს ავლებს გრიგოლ
რობაქიძის პიესასთან „ლამარა“.
მონოლოგის დაწყებამდე, მოკლედ შეეხო ადამინის
სულიერების საკითხს, საერთოდ ადამინის ძირითად მისიას ამქვეყნად. როგორიცაა იმ
პირვანდელი მდგომარეობის, იმ პირვანდელი სახის დაბრუნება, რაც ღმერთა მას
უბოძა და რასაც ვკარგავთ ადამიანები, როდესაც ცუდს რასმე ჩავიდენთ, რითაც უარს
ვამბობს ბედნიერებაზე და სიკეთეზე.. აი სწორედ პირვანდელი სულიერების დაბრუნებას
უნდა ცდილობდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი, რადგან ცხოვრება უღმრთოდ რთულია და ამაო.
და რომ ერთადერთი ხსნა ადამიანისა არის ხსნა სულისა, რომელიც ხდება მხოლოდ და
მხოლოდ ქრისტეს გზაზე შედგომით.
შემდეგ ისაუბრა ვაჟას პიროვნებაზე, მის ვაჟკაცურ და
სულიერ მხარეზე, რომელიც მის ნებისმიერ ნაწარმოებს თან სდევს. მთის ადათები,
შეურიგებელი ბრძოლები „მტერთან“, ადამიანებთან, რომელთა სულში ვაჟა ხედავს
ძლიერ და ვაჟკაცურ პიროვნებებს. და არ უწოდებს მათ მტრებს, არც ხოცვა-ჟლეტის
მომხრეა. იგი ადამინის საქციელს აფასებს უარყოფითად და არა თავად პიროვნებას.
ვაჟას ყველა ნაწარმოები გაჟღენთილია, ბუნების, მთის ადათებისა და ხორციელი
თუ სულიერი სიყვარულით.
ამ ნაწარმოების მთავარი გმირი მინდია, რომელიც ქაჯებს დამწყვდეული
ჰყავდათ 12 წელი, სამშობლოსა და ოჯახსმონატრებული განგებ შეჭამს გველის ხორცს,
რითაც ფიქრობს რომ მოკვდება და თავს დააღწევს ამ კოშმარს. მაგრამ აი საოცრება, იგი
ეუფლება მისნობას, ბუნების ენას, ესმის და გრძნობს თუ რას საუბრობენ
და განიცდიან ხეები, ბალახები, ჩიტები. აცნობიერებს იმას, თუ რა არის ბუნებისთვის სატანჯველი. ოჯახში დაბრუნების
შემდეგ, მას უწევს ისეთი რამის ჩადენა, როგორიცაა ხის მოჭრა, ბრძოლაში ჩაბმა
და ხალხის კვლა, რითაც საბოლოოდ კარგავს შეგრძნების და ყნოსვის უნარს.
ნაწარმოების დასრულების საშუალება თავად
მოსწავლეებს მიანდო ბ-ნმა ლაშამ და პარალელი გაავლო გრ. რობაქიძის პიესაზე
„ლამარა“, რომლის სიუჟეტი რამდენადმე შეცვლილია, თუმცაღა „გველისმჭამელის“
პერსონაჟები აქაც ფიგურირებენ. ოღონდ უფრო მეტი ეფექტით და დაძაბული სასიყვარულო
თუ ბრძოლის სცენებით.
დავსძენ, რომ იმდენად საინტერესოდ და ემოციურად
მოგვითხრობდა ბ-ნი ლაშა ძირეულ ეპიზოდებს, რომ წარმოდგენაც არავის გაუჭირდებოდა,
ვფიქრობ. მე, პირადად, თითქოს ამ სცენების მონაწილეც კი გავხდი, სასიამოვნო
გრძნობა იყო.
შემდეგ დასვა კითხვები:
1. ჰქონდა თუ არა ვინმეს წაკითხული ეს ნაწარმოებები?
2. ვის რა ნაწარმოები (თხზულება, ლექსი) მოსწონდა და
რატომ?
3. და ნაწარმოების რომელ ვერსიას ანიჭებდნენ
მოსწავლეები უპირატესობას? ელექტრონულ თუ ბეჭდურს?
მოსწავლეებმა დაასახელეს მათთვის საყვარელი
ნაწარმოებები, ავტორები და ლექსებიც.
ბ-ნმა ლაშამ წიგნის სიყვარულზეც ისაუბრა, „ის, როცა
წიგნი თან გაქვს, შენთანაა და როცა გრძნობ მის სუნს და თან როცა გიყვარს, საოცარ
სიამოვნობას გრძნობ“.
გვირჩია, რომ ნაწარმოები რომელიც მოგვწონს
წავიკითხო იმდენჯერ, რამდენჯერაც ეპიზოდების გახსენება სიამოვნებას მოგვგვრის.
სიყვარულია თავად ღმერთი. რომ ღვთის გზაა, გზა
ჭეშმარიტი და ბოლომდე შეუცნობელი.
ბოლოს დაგვიტოვა ავტოგრაფიც და გვისურვა
წარმატება ცხოვრების ასპარეზზე.
სსიპ
ქ.რუსთავის N16 სკოლის სასწავლო პროექტის „წიგნი სიყვარული“ სასკოლო კოორდინატორი,
სამოქალაქო განათლები
პედაგოგი
თამარ ბიწაძე
შეხვედრის ამსახველი ვიდეო
შეგიძლიათ იხილოთ YouTube ის არხზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий