აკაკის სახლი სხვიტორში
პროექტის „ წიგნი სიყვარულია“
ანგარიში N3
ჩატარების ადგილი:საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის თარიღი:2016 წლის 26 თებერვალი
პროექტის ხელმძღვანელი სპეც.პედაგოგი: ეკატერინე ღონღაძე (კოორდინატორი)
მოსწავლე: ანი გოშაძე
(კოორდინატორი)
26 თებერვალს სხვიტორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა რიგით
მესამე შეხვედრა.მოწვეული სტუმარი იყო საზოგადო მოღვაწე რაიონის დამსახურებული ქალბატონი, ა.წერეთლის სახელმწიფო
მუზეუმის "გადამრჩენელი" , "იმედის გმირების" ერთერთი გმირი
კლარა მაჭარაშვილი. ასევე გუნდი
"განთიადი' მასპინძლობდა ჭალის საჯარო
სკოლის მოსწავლეებს.
მათ აწარმოეს მონიტორინგი.სადისკუსიო თემა გახლდათ ა. წერეთლის
"კუდაბზიკეთი". არაჩვეულებრივად წარიმართა შეხვედრა. გარჩეულ იქნა მოთხრობა
და საოცრად კარგად მსჯელობდნენ ბავშვები. საინტერესო იყო მათვის თემა და საერთოდ მეტი
ინტერესით მოეკიდნენ პროექტს..
წარიმართა კითხვა პასუხი სტუმარსა და მოსწავლეებს შორის.სტუმარი
მოხიბლული დარჩა პროექტით. მოხიბლული დარჩა
თითოეული ბავშვის მონდომებასა და ჩართულობაზე. ქალბატონმა კლარამ დიდი დარიგება მისცა
ბავშვებს ამა თუიმ თემასთან დაკავშირებით..
ბოლოს კი სტუმარი ბავშვები და "განთიადის" ბავშვები დაპატიჟა ა. წერეთლის სახელმზწიფო
მუზეუმში დასათვალიერებლად. ამან დიდი სიხარული გამოიწვია ბავშვებში და რათქმაუნდა
ავედით მუზეუმში.
ქალბატონმა კლარამ დაათვალიერებია ბავშვებს უკვე ნახული მუზეუმი
და გიდობა გაუწია. უამრავი რამ მოუყვა ბავშვებს
აკაკის შესახებ. რაც მართლაც რომ არ იცოდნენ. ძალიან საინტერესო დღე იყო და რა თქმა უნდა
წიგნი რომ მართლაც სიყვარულია ეს აქტუალური
თემა იყო დღის განმავლობაში..
N2 შეხვედრა: პროექტის სტუმარია სხვიტორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი მარიამ კაპანაძე
2015 წლის 29 იანვარს სხვიტორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში. ბავშვებს მიცემული ქონდათ იროდიონ ევდოშვილის "ორი ობოლი".
დროის სიმცირის მიუხედავად ბავშვებმა მაინც არ დაიზარეს და მოამზადეს მასალა შეხვედრისათვის...ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო შევვედრა შედგა. სტუმრად გვყავდა მოწვეული ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარი მარიამ კაპანაძე.
ბავშვებმა იმსჯელეს და გარკვევით აყალიბებდნენ თავიანთ შეხედულებებს ამათუიმ საკითხზე მოთხრობის გარშემო.....დაისვა კითხვები მასზედ, რომ არის თუ არა მსგავსება მაშინდელ ყოფასა და დღევანდელ ყოფას შორის.
ვხვდებით თუ არა დღესდღეისობით ესეთ უგულობას და ასე შემდეგ. შეხვედრამ ძალიან საინტერესო სახე მიიღო და გაიმართა დისკუსია დახმარებასთან და გვერდში დგომასთან დაკავშირებით.
,,წიგნი სიყვარულია" პრეზენტაცია
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა 2014 სასწავლო წლიდან აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტში „წიგნი სიყვარულია", რომლის ყოველი აქტივობა წარმატებით განვახორციელეთ, რამაც შეგვძინა ახალი მეგობრები, საინტერესო წიგნების, საინტერესო ადამიანებთან ერთად განხილვა და უამრავი ლამაზი წუთი...
სწორედ ამ პროექტის გეგმის ნაწილი იყო წლევანდელი, 18 ნოემბრის შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სხვიტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, რათა უკვე ჩვენი გამოცდილება და წიგნების კითხვისგან მიღებული სიამოვნება და სიხარული ახალი მეგობრებისთვის გაგვეზიარებია და ასე გავმხდარიყავით კიდევ უფრო მეტნი...
დიდი
აკაკის მშობლიური სოფლის, სხვიტორის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრამ, მათმა
ინტერესით ანთებულიმა თვალებმა კიდევ ერთხელ
დამაფიქრა იმაზე,რომ სიკეთე გადამდებია, რომ სიყვარულმა არა მარტო წიგნიერების
პრობლემა, არამედ სრულიად საქართველოც
უნდა გააერთიანოს...
პროექტის კოორდინატორი : ირმა კრაველიძე
პროექტის „ წიგნი
სიყვარულია“
ანგარიში N1
ჩატარების ადგილი:საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის თარიღი:2015 წლის 29 ნოემბერი
პროექტის ხელმძღვანელი სპეც.პედაგოგი: ეკატერინე ღონღაძე (კოორდინატორი)
მოსწავლე: ანი გოშაძე (კოორდინატორი)
29 ნოემბერს სხვიტორის
საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა პირველი შეხვედრა პროექტის პირველ სტუმართან სკოლის
დირექტორ ბატონ მალხაზ გელბახიანთან. ბატონი
მალხაზი გაესაუბრა ბავშვებს და დიდი დრო დაუთმო პროექტის მნიშვნელობას და ზოგადად წიგნიერების
დონის ამაღლებას.
შემდეგ კი გადავიდნენ დღის მთავარ თემაზე... შემოთავაზებული ნაწარმოები
გახლდათ შარლ ბოდლერის “მივასიკვდილოთ უპოვარნი“.საკმაოდ
სადისკუსიო აღმოჩნდა ბავშვებისათვის ეს თემა. დიდხანს და მკაფიოდ იმსჯელეს
და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები ნაწარმოების შესახებ.
ორად გაიყო აზრი იმასთან
დაკავშირებით ,რომ არის თუ არა შესაბრალისი
საზოგადოების მხრიდან „უპოვარნი“-მათხოვარი.ბავშვები ყოველგვარ ძალდატანების და ფორმალობის
გარეშე სიამოვნებით განიხილავდნენ სოციალურ და ეკონომიურ პრობლემებს,ეს ყოველივე ძალიან საინტერესო
და საამაყო იყო.ბავშვებმა მკაფიოდ წარმოაჩინეს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტირებულად გაამყარეს თავიანთი შეხედულებები.
სხვიტორის საჯარო სკოლის სპეც.პედაგოგი (კოორდინატორი):ეკატერინე
ღონღაძე
მადლობა ყველას .. განსაკუთრებით ნათია კალანდაძეს ესეთი საინტერესო პროექტის მოწყობისათვის
ОтветитьУдалить