11 ნოემბერს
(2015-2016 ს.წ) ქ.რუსთავის N12 სკოლაში
ჩატარდა პროექტ „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში
დაგეგმილი შეხვედრა სათაურით “საქართველოო,
ლამაზო“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9-მე 11 კლასების მოსწავლეები.
ამ აქტივობის მიზანია-სიყვარულისა
და პატრიოტული გრძნობის გაღრმავება მოსწავლეებში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გამოთქვეს თავიანთი აზრი იმის შესახებ, რა არის სიყვარული, მეგობრობა და მოვალეობა ქვეყნის წინაშე.
შეხვედრას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები,
მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
ამ აქტივობამ გახსნა დაგეგმილი ღონისძიებების ციკლი.
პროექტის
კოორდინატორები: მ.ზანაძე
ი.ნერგაძე
21 დეკემბერს ქ. რუსთავის ი. ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
შედგა რიგით მე-2 შეხვედრა. ამ შეხვედრის თემა იყო გოდერძი ჩოხელის „კესანო ბორბალოს
მთაზე“.
სტუმრად მოწვეული იყო მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან (N13,16,17,23),
ასევე პედაგოგები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების უმრავლესობისთვის
დღემდე უცნობი იყო გ. ჩოხელის ეს მოთხრობა. ამიტომ განხილვამდე მოსწავლეებმა წაიკითხეს
ეს ნოველა.
სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ორი საინტერესო პრეზენტაცია:
„გ. ჩოხელის ბიოგრაფია და შემოქმედება“ და „ძველებური ადათ-წესები“. მეორე პრეზენტაციამ
გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი და ემოციები.
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა
პროექტ „ წიგნი სიყვარულია“-ს მნიშვნელობა.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ეცნობიან ამა თუ იმ ავტორს და მის შემოქმედებას, ისინი სწავლობენ დისკუსიაში
მონაწილეობას, ერთმანეთის პატივიცცემას, კომუნიკაციას, აუდიტორიის წინაშე გამოსვლას.
შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა
პროექტის მნიშვნელობა და გამოთქვა იმედი მომავალ თანამსრომლობის შესახებ.
პროექტის კოორდინატორები: მ.ზანაძე
ი. ნერგაძე
2016 წლის 5 თებერვალს ქ. რუსთავის #12 სკოლაში შედგა პროექტ
„წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში დაგეგმილი რიგით მე-3 შეხვედრა. ამ შეხვედრისთვის მე-12 სკოლის კლუბმა სახელწოდებით „რუსთაველი“კლუბის წევრებს
და სკოლის სტუმრებს ანალიზისთვის და დისკუსიისთვის შესთავაზა ჯემალ ქარჩხაძის რომანი „ანტონიო და დავითი“.
სტუმრად
მოწვეული იყო მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა
სკოლებიდან (N13,16,23,25 ), ასევე პედაგოგები და სკოლის ყოფილი მოსწავლეები.
შეხვედრის
ძირითადი თემა იყო-„პატიება-ყველაზე დიდი სასჯელია“. და ზუსტად ამ თემამ განაპირობა
ის , რომ ამ შეხვედრაზე დაპატიჟებული იყო ქალაქის
მთავარი ტაძრის მამაო-მამა ელგუჯა.
მოსწავლეებმა
ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ რომანის განხილვაში, ბევრი საკითხი აღმოჩნდა
საკამათო. თითოეულმა მონაწილემ გამოხატა თავისი აზრი, შეაფასა გმირები. და რაც მთავარია,
მოძებნა ის საკვანძო საკითხები, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია.
დიდი ინტერესი გამოიწვია მამაოს საუბარმა. მამა ელგუჯამ
ბევრი რამ განუმარტა მოსწავლეებს, უპასუხა ყველა დასმულ კითხვაზე. ისაუბრა სიკეთეზე,
სიყვარულზე, პატიებაზე და ა.შ.
შეხვედრის ბოლოს სკოლის დირექტორმა ქ-მა მარინა ბულია-მელქაძემ
შეხვედრის ყველა მონაწილეს და სტუმარს დაურიგა სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტის კოორდინატორები: მ.ზანაძე
ი.
ნერგაძე
აქ პრეზენტაცია გამართეს სკოლის დირექტორმა მარინა ბულია-მელქაძემ და ისტორიის პედაგოგმა: ფიქრია სიდამონიძემ
https://www.youtube.com/watch?v=RfpeA6np_EQ
https://www.youtube.com/watch?v=IPh060q2Z7Y
ჩვენი სტუმარია სკოლის დირექტორი ქალბატონი მარინა ბულია
30 ოქტომბერს ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში „წიგნი სიყვარულია’’ ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული მორიგი შეხვედრა, რომელზეც VIII,IX,X,XI ქართული და რუსული კლასების მოსწავლეებმა განიხილეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "HELLADOS”.
ტექსტის განხილვამდე ნაჩვენები იყო თ.ოთარაშვილის მიერ
მომზადებული მწერლის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა . შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს
მოსაზრებები ავტორსა და პერსონაჟებზე . მათ ძალიან მოეწონათ იანგულის გმირი ,რომელმაც
საქართველოს სიყვარულით არ ისურვა საბერძნეთში გამგზავრება. ყველა მოსწავლემ გამოკვეთა
მარადიული თემები: მეგობრობა, სიყვარული, ზნეობა, მოყვასისადმი თავდადება...
პარალელი გაავლეს
თანამედროვე ეპოქასთან, შინაარსი სიღრმისეულად გაიაზრეს , კარგად გაითავისეს რასაც ხელი შეუწყო
იმან , რომ ამბავი შეეხებოდა მათ თანატოლებს.
რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ნ.დუმბაძის შემოქმედება
იყო სიახლე, რადგან საპროგრამო მასალა არ მოიცავს ამ ნაწარმოებებს . ტექსტის წაკითხვა
მათ მოახერხეს ქართულ ენაზე , სრულყოფილად შეძლეს თემის და იდეის განსაზღვრა, გაუჩნდათ
სურვილი ამავე ავტორის სხვა ნაწარმოების წაკითხვისა.
ეს მოვლენა იმის დასტურია,რომ პროექტი „წიგნი სიყვარულია“
ხელს უწყობს მწერალთა ახალი სახელებისა და მათი შემოქმედების გაცნობას, მოსწავლეთა
დაინტერესებას კითხვით.
შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იყო ფილმიც. საინტერესოა
ისიც, რომ მოსწავლეებმა ერთხმად აღიარეს წიგნის უპირატესობა.
მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა უმცროსებს
გაუწიეს რეკომენდაცია რომ წაეკითხათ: „მე ვხედავ მზეს “ , „მზიანი ღამე“ , „მე,ბებია, ილიკო და ილარიონი“
და სხვა ...
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქ–ნი მარინა ბულია,რომელმაც
დადებითად შეაფასა პროექტის მუშაობა.
ჩვენი სტუმარია: სკოლის კურსდამთავრებული ოქროსმედალოსანი ქეთი მიშელაშვილი
28 ნოემბერს ქ.რუსთავის N12 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში „წიგნი სიყვარულია’’ ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული
მორიგი შეხვედრა.
სტუმარი იყო ჩვენი სკოლის
კურსდამთავრებული ოქროსმედალოსანი ქეთი მიშელაშვილი,რომელმაც
შემოგვთავაზა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“.
მიუხედავად
იმისა,რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია გ.ლეონიძის შემოქმედების შესწავლა,ბავშვებმა კიდევ ერთხელ გადაიკითეს შესწავლილი ნაწარმოებები და დიდი სიამოვნებით გაეცნენ მათთვის ახალ ნოველებს.
ტექსტის
განხილვამდე ნაჩვენები იყო პროექტის კოორდინატორების თეა ოთარაშვილისა და ინგა ნერგაძის
მიერ მომზადებული მწერლის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა . მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ავტორსა და
პერსონაჟებზე . მათ ძალიან მოეწონათ „ნატვრის ხის“ გმირები,განსაკუთრებით მარიტას პერსონაჟი,რომელმაც გამოიწვია დებატები
მონაწილეთა შორის ,რადგან დღეს აქტუალურია ძალადობის თემატიკა ქალებთან მიმართებაში.
ყურადღება
მიიქცია იმან,რომ ნაწარმოების პერსონაჟთა სახეები აღებულია მწერლის მიერ რეალური ცხოვრებიდან
,ეს უფრო მეტად აინტერესებთ მკითველებს,თითქოს ისინი ნაწარმოების გმირები ხდებიან. მოსწავლეები მსჯელობდნენ იმის შესახებ, როგორ მოიქცეოდნენ
ისინი თუ გახდებოდნენ ასეთი ამბის მომსწრენი.
ჩვენი
სკოლა ორ ენოვანია,რაც ხელს უწყობს ქართველი მწერლებისადმი ინტერესის გაღვივებას სხვადასხვა
ეროვნების მოსწავლეებში.
პროექტი
„წიგნი სიყვარულია“ კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს წიგნიერების
გაღვივებას მოზარდებში და ემსახურება არა ნაკლებ მნიშვნელოვან მიზნებს: ზნეობრიობის
ამაღლებას, ცუდისა და კარგის გარჩევას,მორალური
პრინციპების ჩამოყალიბებას.აჩვევს მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოხატვას,მაშინაც
კი როდესაც რადიკალურად განსხვავდება მისი მოსაზრება სხვებისგან.
შეხვედრის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო ფილმის ფრაგმენტები.
შეხვედრა
იყო საინტერესო და შემეცნებითი,სტუმარმა დადებითად შეაფასა პროექტი და აღნიშნა მისი
მნიშვნელობა მოზარდი თაობის წიგნიერებისადმი სიყვარულის გაღვივებაში.
პროექტის სტუმარია: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქ–ნი მზევინარ ზანაძე
26 დეკემბერს ქ.რუსთავის N12 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში „წიგნი სიყვარულია’’ სტუმრად მოწვეული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქ–ნი მზევინარ ზანაძე,რომელმაც შემოგვთავაზა რამდენიმე ნაწარმოები: ვაჟა–ფშაველას „ალუდა ქეთელაური ‘’, რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი’’,გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა“ და ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.
მოსწავლეებმა
ერთიანად აღნიშნეს,რომ ყველა ამ ნაწარმოებს აერთიანებს საერთო რამ : როგორია საზოგადოების განსხვავებული
წევრის არსებობა საზოგადოებაში და მისდამი დამოკიდებულება.ასეთი ადანიანები არსებობენ სხვადა სხვა ეპოქაში და სხვადასხვა ეთნოსში. ეს
თემატიკა მეტად აქტუალურია მოზარდებში ,რადგან მათ შორისაც მოიძებნებიან რადიკაკურად
განსხვავებული ადამიანები .
საინტერესო იყო მეათე კლასის მოსწავლეების ანი სიმაშვილისა და ნინო მიქაძის მოსაზრებები ,რომ
ასეთი ადამიანების ყოფა არ არის მარტივი ,რომ ყველას არ შეუძლია და ხშირ შემთხვევაში არ უნდა მათი მიღება
და გაგება. მხოლოდ ერთეულებს შესწევთ ძალა ბოლომდე ბრძოლისა. მივიდნენ იმ დასკვნამდე
,რომ ნაწარმოებში წარმოდგენილი პერსონაჟების
მსგავსნი რეალობაშიც არსებობენ და ისინი მარტონი
არ არიან.
მწერალთა
ბიორგაფიის ამსახველი მასალა ამჯერად მოამზადეს მოსწავლეებმა:
ნინო სამარღანიშვილმა
(მეცხრე კლასი) და ნანა თევდორაშვილმა(მეათე კლასი).
პროექტმა
ინტერესი გამოიწვია ჩვენი სკოლის პედაგოგებშიც. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა
ლელა ბორცვაძემ და ისტორიის პედაგოგმა ფიქრია
სიდამონიძემ გამოხატეს სურვილი მონაწილეობა
მიიღონ ამ შევედრებში.
დისკუსიის ბოლოს სტუმარმა შესთავაზა მოსწავლეებს წასაკითხად
გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“,საიდანაც წაკითხულ იქნა ფრაგმენტები და გააკეთა
საერთო ანალიზი .
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს პროექტრის მუშაობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий