ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა 2014 წ.


ამბროლაური — ქალაქი საქართველოშირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულისშესართავთან. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, რაიონული სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წამრმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. 2014 წლიდან გამოეყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.


ამბროლაურის ხედი



ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა








 პროექტის ხელმძღვანელის: ჩვენი სკოლა  ჩავერთ ახალ საგანმანათლებლო პროექტში  "წიგნი სიყვარულია " .სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში დაფუძნდა წიგნის მოყვარულთა კლუბი –"წიგნი სიყვარულია" . 





2014 წლის 10 ოქტომბერს სკოლის სააქტო დარბაზში შედგა კლუბის პრეზენტაცია . აქ გაერთიანებულ მოსწავლეებს აკავშირებს ერთი საერთო რამ–წიგნის სიყვარული.მათ ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე , იმსჯელეს ცნობილ მწერლებზე , გაიხსენეს მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილები სამაგიდო წიგნებიდან. 


   

პატივისცემით
 მაია დგვარელი 


პროექტის სტუმარია სკოლის დირექტორი: მინდია ცხვედიანი

,, პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" არ არის უბრალო ფორმალობა, მისი მიზანი მართლაც ის არის, რომ თაობებმა იგრძნონ წიგნისადმი პატივისცემა, სიყვარულმა მიიყვანოს ისინი ამ უდიდეს შენაძენამდე და სათავე დაუდონ სიკეთეს" განაცხადა ბ–ნ მინდიამ. 



 მან მოსწავლეებს ესაუბრა ვაჟა–ფშაველაზე, ადამიანი რომელიც მართლაც, რომ ბუნების შვილი იყო. მან მოსწავლეებს ესუბრა პოემა ,,გველისმჭამელზე" და გამოიყენა გრიგოლ რობაქიძის მოსაზრება: სამყაროში ყოველი ნაწილაკი ბუნებისა მიილტვის სააკუთარი თავის დამკვიდრება-განმტკიცებისაკენ სხვათა გარეთ და სხვათა წინააღმდეგ. მაგრამ სამყაროს ნაწილაკებიდან არც ერთს არ ძალუძს სრული უარყოფა დანარჩენთა და საკუთარ განსაკუთრებულობაში ჩარაზვა. აქედან: უთანხმოება, შეუსმენლობა, შებორკილობა, დაცალკევება. რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა. აუცილებელია წვდომა “სხვაგვარისა”, მიხვდომა “სხვანაირისა”, გადასვლა “განსხვავებულში”, “სხვად” ქცევა (იდეალურად). და მინდიაც ასეთია სწორედ – ნამდვილი სხეულება რელიგიურ-გარდამქმნელი საწყისისა. მან თითქოს საკუთარ თავს გაუსწრო: სძლია თავის თავში ვიწრო-პირადულს, ადამიანურ-შემოზღუდულს; განასხეულა საკუთარ არსებაში შემოქმედებითი გენია ბუნებისა და მსოფლიო აზრით გენიალური გახდა. ის უკვე არა მხოლოდ უბრალო კაცია, არამედ ზეკაცი, მაგრამ არა ნიცშესეული ინდივიდუალიზმის, არამედ რელიგიური უნივერსალიზმის მნიშვნელობით. და, რა თქმა უნდა, ის პიროვნებაა, ინდივიდუალობა: მან არ მოკლა თავისი თავი “სხვაში”, არ გაითქვიფა “უნივერსალურში” და იგი – “ეს” – ხდება “სხვა” და ამით “ყველას” ცხოვრებას, სამყაროს ცხოვრებას შეერთვის. ამასთან, მის სულში მიმდინარეობს ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ღრმა პროცესი. წვდება რა ყოველივეს, ის ყველას უგებს: ხედავს “სახეს” თვითეული ნივთისა, ესმის “ენა” თვითეული მოვლენისა.

 მწვდომი ყოვლისა და მტყობი ყველაფრისა, მინდია მათ მიღებას იწყებს თანდათან: უახლოვდება მათ, მეგობრობს მათთან, შეეტრფის მათ. ბუნების გამოღვიძება-განახლების ჟამს ფრთაასხმულია ის: მიდის მინდორში, და მწვანე მდელოებთან ერთად ყვავილ-ბალახთა გაფურჩქვნა-აბიბინების განმცდელ-მოზიარეა, – სამყაროს სულს შერწყმული, იგი შეიგრძობს, როგორ იშლება ყვავილი და მის ყოველ ფურცელში სიცოცხლის სუნთქვას ისმენს. მან შეიყვარა ბუნება და ბუნებას უყვარს ის: “მინდიას გამარჯოსო”, – ყვავილები ხალისით ესალმებიან; მცენარეები სიხაარულით თავს ურავენ, და ისიც მათი წვენიდან უებარ წამლებს ამზადებს. ამგვარად, რა ამცნევს, მინდიას უყვარდება უთვალავი ფერით აღვსილი ქვეყანა: აქ უნებურად ტივტივდება ბრძენი და-ვინჩის სიტყვები: შეცნობა შობსო სიყვარულს.
  


პროექტის სტუმარია:  ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე რატი რატიანი 

2014 წლის 5 დეკემბერს ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში შედგა წიგნის მოყვარულთა კლუბის მორიგი შეხვედრა.




     კლუბის სტუმარი იყო ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე რატი რატიანი, რომელიც (წერს ლექსებს, ნოველებს. წარმატებით მონაწილეობს სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებში). მან ისაუბრა თავისი საყვარელი მწერლის ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენის"  შესახებ. 



კლუბის წევრებმა მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები ნაწარმოების ირგვლივ. უმრავლესობას წიგნი წაკითხული ჰქონდა და აქტიურად ჩაერთვნენ პოლემიკაში. რამდენიმე მოსწავლეს სურვილი აღეძრად ამ წიგნის წაკითხვისა.



     პატივისცემით
     "წიგნის მოყვარულთა კლუბის" კოორდინატორი ნინო მაისაშვილი





Комментариев нет:

Отправить комментарий