ჭალის საჯარო სკოლა
24 თებერვალი "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა"
დათო ტურაშვილი ,,ჯინსების თაობა"
2014-15 წწ.
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
პროექტი ,,წიგნი სიყვარულია“
24 თებერვალი "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა"
24 თებერვალი "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა". ამ დღის აღსანიშნავად ჭალის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა, XI კლასის მოსწავლებმა მე-5 კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს რევაზ ინანიშვილის ,,დედა“, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც პატარებზე, ისე მაღალი კლასის მოსწავლეებზე.
აქტივობების შემდეგ 26 თებერვალს , პროექტის მონაწილეებმა დაგეგმეს შეხვედრა , სადაც იმსჯელეს და ანალიზი გაუკეთეს პატარებთან ერთად წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
საკუთარი ნაფიქრი და ნააზრევი ერთმანეთს გაუზიარეს და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათი ინიციატივით, თვეში ერთხელ, დაწესდეს შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, რაშიც პროექტის მონაწილე სხვა სკოლებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას სასურველი იქნება...
მათ კლასები შემდეგნაირად გადაინაწილეს: მე-11 კლასი იზრუნებს მე -5 კლასის მოსწავლეების წიგნებით დაინტერესებაზე მე-10 კლასი - მე-4 კლასზე, მე-9 კლასი კი - მე-3 კლასზე.
დათო ტურაშვილი ,,ჯინსების თაობა"
2016 წლის 19 თებერვალს ჭალის საჯარო სკოლის პროექტ ,,წიგნი სიყვარულიას“ მონაწილეებმა გამართეს შეხვედრა და განიხილეს დათო ტურაშვილის მოთხრობა ,,ჯინსების თაობა".
პროექტის კოორდინატორმა , ნიკა დავაძემ მოამზადა პრეზენტაცია და ისაუბრა ავტორსა და წიგნში დასახელებულ რეალურ პიროვნებებზე.
შემდეგ კი დისკუსიაში ყველა ჩერთო და გაიხსენეს ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე" რომელიც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია.
იკამათეს იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.
2014-15 წწ.
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ანგარიში
ჩატარების ადგილი:
საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის
თარიღი: 2014 წლის 15 ოქტომბერი
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებლები: ირმა კრაველიძე,ლეილა აბაშიძე
მოსწავლე: ირაკლი
ნადირაძე (კორდინატორი)
რეზიუმე
ჭალის საჯარო სკოლა 2014–15 სასწავლო წლიდან ჩაერთო
მნიშვნელოვან პროექტში ,რომლის ინიციატორი და
ორგანიზატორი ქუთაისის მე–15 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნათია კალანდაძეა (დებატ–კლუბის ,,ღირსება“
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, და სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია“ მეურვე)
მან და მისმა მოსწავლეებმა დაიწყეს კიდევ ერთი
სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: ,,წიგნი სიყვარულია“ და თანამშრომლობა
შემოგვთავაზეს.ჩვენც დავთანხმდით ,რადგან ეს პროექტი მართლაც აქტუალური და
მნიშვნელოვანია.
პროექტის მიზანი:
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია განხორციელდა
15 ოქტომბერს,(პრეზენტატორი ირმა კრაველიძე) რომელსაც დირექტორი,ბატონი გელა ჩხიტუნიძე,პროექტის
მონაწილე მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის მიზანი იყო გაცნობოდნენ მოსწავლეები ამ პროექტის მნიშვნელობასა
და განხორციელიბის გეგმას,რომელიც თვით ორგანიზატორების მიერ სემესტრის მიხედვითაა
გაწერილი (თვეში ერთი ღონისძიება). მოსწავლეები დიდი ხალისით შეხვდნენ აღნიშნულ პროექტს,მათთვის
მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ის ფაქტი,რომ
პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სკოლას მოიცავს და მათთან შეხვედრის შესაძლებლობა
მიეცემათ.
პრეზენტაციისა
და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ დავგეგმეთ პირველი შეხვედრა სკოლის დირექტორთან.
მნიშვნელობა:
შეხვედრა საინტერესო
აღმოჩნდა,ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე,რომ წიგნი
სულის საზრდოა,რომ მას შეუძლია ჩამოაყალიბოს ადამიანი პიროვნებად,აზიაროს უდიდეს სიბრძნეს,მათ გულწრფელად აღიარეს, რომ წიგნიერების დონის არქონა
მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი არაა,მთავარი მონდომება
და ინტერესია.
პროექტის კორდინატორი :ირმა კრაველიძე
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ანგარიში N2
ჩატარების ადგილი:
საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
პროექტის პრეზენტაციის თარიღი: 2014 წლის 30 ოქტომბერი
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებლები: ირმა კრაველიძე,ლეილა აბაშიძე
მოსწავლე: ირაკლი
ნადირაძე (კორდინატორი)
რეზიუმე :
30 ოქტომბერს ჭალის საჯარო სკოლაში ჩატარდა მეორე
შეხვედრა პროექტის პირველ სტუმართან ,სკოლის დირექტორ ბატონ გელა ჩხიტუნიძესთან,რომელმაც
ჯერ ზოგადად ისაუბრა პროექტის აქტუალობასა და წიგნიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე,შემდეგ
კი ,პროფესიიდან გამომდინარე, აქცენტი გააკეთა ლევან გოთუას ისტორიულ რომანზე ,,გმირთა ვარამი“
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით გაიხსენა ნაწარმოენის შექმნის ისტორია,მწერლის დამოკიდებულება და ინტერესი
ისტორიული ძეგლების მიმართ, რომ საქართველო იყო მისთვის საქმეც,სიტყვაც და სიცოცხლეზე
მეტიც...
მან აღნიშნა,რომ ეს ნაწარმოები ყველა ქართველმა
უნდა წაიკითხოს,თუნდაც იმიტომ რომ,მივხვდეთ თუ როგორ გადავრჩით,როგორ მოვედით დღემდე,როგორ
პოლიტიკას ეწეოდნენ ჩვენი მეფეები ძლიერ და აურაცხელ მტერთან და რაც მთავარია, ზნეობა
იმარჯვებდა და აერთიანებდა საქართველოს და
არა უზნეობა.
მართალია,ნაწარმოების მიხედვით,ქვეყნის გაერთიანების კიდევ ერთი ცდა დასრულდა
მარცხით,მაგრამ მან ისეთი დიდი ზნეობრივი გაკვეთილი მისცა ერს,მამულისთვის თავდადებული
იმდენი გმირი წარმოაჩინა და სიკეთის იმდენი თესლი ჩაყარა სამომავლო ხნულში,რომ შეიძლება
ითქვას,იგი მორალური გამარჯვება იყო ერისა,მისი მაღალი სულიერების ჭეშმარიტი დადასტურება.
,,გმირთა ვარამი“ ოპტიმისტურად,ქვეყნის ხსნისა და
უკეთესი მომავლის რწმენით მთავრდება–თეთრი გიორგის ხატებად შემოდის თეთრ ჩოხაში გამოწყობილი
თეიმურაზი გაზაფხულის ყვავილებით დაფარულ კახეთის მიწაზე და მწერალიც იმედიანად დაასკვნის:
,,ღმერთო! რა კარგია ცხოვრება და სამშობლოს გრძნობა,ომისა და მტრობის ვარამი რომ არ
იყოს დედამიწაზე“...
მოსწავლეებმა ბოლო,ფინალურ წინადადებაზე დიდხანს ისაუბრეს, გააკეთეს საკუთარი დასკვნები
და მოსაზრებები,დაუსვეს კითხვები სტუმარს და პროექტის მომავალ სტუმარზეც გააკეთეს არჩევანი.
ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი:ირმა კრაველიძე
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ჩატარების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
თარიღი: 2014 წლის 28 ნოემბერი
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებლები: ირმა
კრაველიძე,ლეილა აბაშიძე
მოსწავლე: ირაკლი ნადირაძე (კორდინატორი)
რეზიუმე :
28
ნოემბერს ჭალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროექტის რიგით
მეორე სტუმართან, თამარ კუსიანთან,რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის
უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.მან
ყურადღება გაამახვილა ორ წიგნზე:
1)
კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის
მარჯვენა“
2) ეტელ ლილიან ვოიჩის ,,კრაზანა“
დიდი
ინტერესი გამოიწვია წიგნმა ,,კრაზანა“,რომლის მთავარი მოქმედი გმირი არტური, ერთი
შეხვედით, ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეული ბიჭია,რომელსაც ახლო მეგობრული
,მამა–შვილური ურთიერთობა აქვს თავის მოძღვარ მონტაელთან, მაგრამ მისი სიყვარული
შეიცვლება,როდესაც შეიტყობს ,რომ მონტაელი მისი არამარტო სულიერი, არამედ
ბიოლოგიური მამაა. არტური ქრება,მაგრამ იბადება კრაზანა...კრაზანა, რომელიც
საშინელ ქმედებებს ჩადის და წიგნიც ტრაგიკულად
მთავრდება...
პროექტი ,,წიგნი სიყვარულია“
ჩატარების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
თარიღი: 2014 წლის
26 იანვარი
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებლები: ირმა
კრაველიძე,ლეილა აბაშიძე
მოსწავლე: ირაკლი ნადირაძე (კორდინატორი)
რეზიუმე :
26 იანვარს ჭალის
საჯარო სკოლში გაიმართა შეხვედრა პროექტის რიგით მეოთხე სტუმართან, ბატონ ოლეგი
მაჭავარიანთან,რომელიც პროფესიით ისტორიკოსია და სამოქალაქო განათლებას ასწავლის .
მან მოსწავლეებთან ისაუბრა
ბრაზილიელი მწერლისა და ლირიკოსის
პაულო კოელიოს წიგნზე ,,ალქიმიკოსი“,რომელიც თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული.უკვე
რამდენიმე წელია რაც პაულოს ეს წიგნი მსოფლიო ბეტსელერთა სიაში პირველობას არ თმობს.1980–იან
წლებიდან მოყოლებული იგი ბოლო დროის ერთ–ერთი
ყველაზე პოპულარული მწერალია.მისი წიგნები 100 მილიონი ტირაჟითაა გაყიდული და შესულია
გინესის რეკორდების წიგნში,როგორც მსოფლიოს
70–ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნების ავტორი. კრიტიკოსები
მიიჩნევენ,რომ კოელიოს
ასეთი
წარმოუდგენელი
წარმატება
აიხსნება
მისი
წიგნების
სიბრძნითა და სიმარტივით.
ძნელია ერთ დღეში შეცვალო საკუთარი ცხოვრება, უარი თქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ყველაფერ იმაზე, რასაც ამდენი ხანი აგროვებდი, მაგრამ წიგნის ფარული მოწოდებაც სწორედ საკუთარი გზის ძიებაა. კოელიო ამბობს, რომ : „როცა რაღაც გულით გწადია მთელი სამყარო გეხმარება მის ასრულებაში“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოების
გმირზე, თუ როგორ მიატოვა სანტიაგომ მშობლების სახლი და მწყემსი გახდა, როგორ
ეგონა ,რომ იქ იპოვიდა საკუთარ თავს და შეიცნობდა ღმერთს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მწყემსობა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მოგზაურობისა, რაც წინ ელოდა... ორჯერ ნანახმა სიზმარმა არ მოასვენა და აიძულა განძის საძებნელად წასულიყო შორეულ ეგვიპტეში, პირამიდებთან. მათ ხაზი გაუსვეს იმას,
რომ ჩვენ გარშემო ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ მიზნების ასრულებაში გვეხმარებიან. სანტიაგოსთვის ესენი არიან მელქისედეკი, ბროლის ჭიქების ვაჭარი, ინგლისელი და ალქიმიკოსი. სანტიაგომ განიცადა სიყვარული და იპოვა ფატიმა , დიდი გზა განვლო მიზნის მისაღწევად და ბოლოს მიაღწია
კიდეც. იგი იქ მივიდა, საიდანაც დაიწყო. პირამიდებთან ჩასული მიხვდა, რომ განძი მშობლიურ ადგილას ეგულებოდა.ასე რომ, ალქიმიკოსის ოპტიმისტური განწყობა ადამიანს მოგზაურობას მოანდომებს და ოცნებების ასასრულებლად განაწყობს , და რაც მთავარია , კიდევ ერთხელ აფიქრებს
იმაზე,რომ სამყარო ერთი მთლიანობაა, მიზნების მიღწევა კი – შესაძლებელი...მოსწავლეებმა "ალქიმიკოსიდან" რამდენიმე, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ფრაზა გამოარჩიეს:
,,დაიმახსოვრე: როცა გულით
გწადია
რაღაც,მთელი
სამყარო
გეხმარება
სურვილის
ასრულებაში.
,,მზერაში სულის სიძლიერე ჩანს.“
,,იქნებ უდაბნო ღმერთმა იმიტომ შექმნა,რომ ადამიანმა ხეებს გაუღიმოს.“
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია“
ჩატარების ადგილი: საჩხერის
მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
თარიღი: 2015 წლის 26 თებერვალი
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებლები: ირმა კრაველიძე,ლეილა აბაშიძე
მოსწავლე: ირაკლი ნადირაძე
(კორდინატორი)
რეზიუმე :
26 თებერვალს პროექტის მონაწილეები
შეხვდნენ ამავე სკოლის XI კლასის მოსწავლის მშობელს, ირინა გულიაშვილს,რომელიც ამავდროულად
სოფლის საკრებულოში არსებული ბიბლიოთეკის გამგეა, მან ისაუბრა მკითხველთა სიმცირეზე, მაგრამ ჩვენდა
საამაყოდ დაასახელა ყველაზე აქტიური მკითხველი,რომელიც
ჩვენივე მოსწავლე ანა ჩხიტუნიძეა.მოსწავლეებმა მას შემდეგი სახის კითხვები დაუსვეს:
1. რა ჟანრის
ლიტერატურას კითხულობენ ყველაზე მეტად,
რომელია დღეს
ყველაზე პოპულარული?
2. არის თუ
არა მოთხოვნა ძველ
ქართულ ლიტერატურაზე?
3. რომელი ავტორების და
ჟანრის ლიტერატურა მივაწოდოთ ბავშვებს თავდაპირველად, რომ
კითხვა შეუყვარდეთ?
4.რატომ უნდა
ვიკითხოთ წიგნები?
საუბარი კითხვა–პასუხის
რეჟიმში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და სტუმარმა
საყვარელი წიგნებიდან გამოყო ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი” ,რომელიც ნამდვილი მაგალითია ცხოვრების. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. ისაუბრა განუყრელ
მეგობრობასა და წმინდა სიყვარულზე , ცხოვრების
ტვირთსა
და
მიზანზე.მოსწავლეებმა
წიგნიდან რამოდენიმე
საინტერესო ფრაზა
უბის წიგნაკებში ჩაიწერეს:
“ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია.”
”ერთ წელიწადში კი შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. წარსულმა გვასწავლა, რომ ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ.”
”მთავარია გწამდეთ – მითხრა მან. – მამაზეციერი წყალობას არ დაგვაკლებს. ის ყოველთვის დაგვეხმარება, მაშინაც კი, როცა ზოგჯერ ჩვენ ეს დახმარება არ გვესმის.”
,,ჩემის აზრით, ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ ის უყვარს. ის დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველნი არიან.”
“წინასწარ ვერაფერს განსჭვრეტ. შესაძლოა სასიკვდილოდ განწირულმა ავადმყოფმა უფრო დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე ჯანმრთელმა ადამიანმა. სიცოცხლე მეტად უცნაური რამაა.”
იქნებ
ამ
წიგნის
წაკითხვის
შემდეგ
სხვა თვალით შევხედოთ ცხოვრებას, მეტად
დავაფასოთ
იგი,
რადგან
სირთულეების მიუხედავად ცხოვრება ნამდვილად
დასაფასებელია...
Комментариев нет:
Отправить комментарий