ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხიდრის საჯარო სკოლა, კოორდინირებას უწევს ბორის საჯარო სკოლა






                       წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ხიდარის საჯარო სკოლაში


    პროექტ „წიგნის სიყვარულიას“ ფარგლებში 24 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით მოეწყო წიგნის კითხვის დღე. შეხვედრას ესწრებოდა არა მარტო წიგნის მკითხველთა კლუბის ბავშვები, ასევე ხიდარის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასებიდან აქტიური მკითხველები.



 წიგნის კითხვასთან დაკავშირებულ ინიციატივას მოსწავლეები დადებითად შეხვდნენ, ისურვეს, რომ მსგავსი აქტივობები კვლავ განხორციელდეს, რადგან მსგავსი შეხვედრების ჩატარება ხელს შეუწყობს მოსწავლეების წიგნებთან დაახლოებას.



 რაც მნიშვნელოვნად გამოიხატება მათი კრიტიკული აზროვნების, სიტუაციის შეფასების, დამოუკიდებლად მსჯელობისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარების განვითარებაში. მათ წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“. 


ასევე განიხილეს მწერლის შემოქმედებაც,  ისაუბრეს მწერლის მთავარ სათქმელსა და ნაწარმოებში დასმულ საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი მოსაზრება მკაფიოდ დააფიქსირეს. 




 სსიპ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში „წიგნი სიყვარულია“ 2015 წ.

პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა  წიგნის მკითხველთა კლუბი “ამბიონი”, რომლის კოორდინატორიც არის ხიდრის საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლე მარიამ ბეკოშვილი.      

სკოლაში უკვე ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომლის სტუმარიც იყო ამავე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეთერ პაპავა, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად განიხილა ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა „იყიდება საქართველო“. 


ამავე თემაზე სკოლაში მოეწყო დისკუსია ბავშვებსა და სტუმარს შორის. პროექტმა  სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.


                             სკოლის სტუმარია: ჟურნალისტი–ნინი კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სსიპ. ხიდრის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში ,,წიგნი სიყვარულია''.  მესამე შეხვედრაზე ჩვენ მოვიწვიეთ რაიონის ჟურნალისტი - ქალბატონი ნინი კაპანაძე, რადგანაც ვიცით, რომ უყვარს წიგნების კითხვა. ჩვენ ვთხოვეთ მას გაეკეთებინა პრეზენტაცია, მისთვის საყვარელი მწერლის შემოქმედებაზე.

                                      


  შეხვედრა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ქალბატონმა ნინომ ისაუბრა მწერალ ოთარ ჭილაძეზე. მან აღწერა რომანი ,,მარტის მამალი'', აღნიშნა, რომ მასში ასახულია ყმაწვილი კაცის ცხოვრება, რომელსაც სულიერი ტრამვა მიაყენა ტრაგიკულმა შემთხვევამ; ამ შემთხვევამ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაუტოვა და აქედან დაიწყო მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. 

ასევე აღნიშნა, რომ რომანი ხასიათდება ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და ექსპრესიული თხრობით; ასევე უზომოდ მოსწონს მწერალი. მწერლის ყოველი ნააზრევი მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწონს როდესაც დედის ფენომენს ეხება: ,, გინდაც დედის ხმას ფლობდე და გინდაც უკვდავების საიდუმლოს. სიკვდილი, არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ. დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებითა და სურვილით წავა შენგან, მიგატოვებს,მიგაგდებს, როგორც უღირსსა და უვარგისს. დედის ხმა იგივე ჯავშანია, ცეცხლში შეხვალ და გამოხვალ, წამწამი არ შეგეტრუსება, წყალზე გაგატარებს, ბეწვის ხიდზე გადაგიყვანს''.



გამოიკვეთა ნაწარმოების მთავარი აზრი, ვფიქრობთ, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართა. თითოეულმა მონაწილემ გამოხატა თავისი ხედვა. ბოლოს გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. ქალბატონი ნინო სიყვარულით დაემშვიდობა პროექტის მონაწილეებს და სახსოვრად, ოთარ ჭილაძის ,,მარტის მამალი'' უსახსოვრა.


Комментариев нет:

Отправить комментарий