Educational Project “Book is LOVE”
2014 წლის 10 ოქტომბერს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დებატ–კლუბი ,,ღირსება და სამოქალაქო კლუბი,,მომავალი ჩვენია“ სტუმრად იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში, ისინი მემორანდუმის საფუძველზე, პარტნიორულ ურთიერთობაში არიან ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში. წელს ორივე კლუბი ერთად აგრძელებს პროექტს ,,წიგნი სიყვარულია“ , რომელშიც ეტაპობრივად ერთვებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები.
პროექტის განხორციელება გასულ სასწავლო წელს დავიწყეთ
წელს იმედია შედეგს უფრო მეტად მივაღწევთ და გაიზრდება ჩვენს პროექტში ჩართული ახალგაზრდების ინტერესი წიგნის მიმართ, კიდევ ერთხელ დავფიქრდებით და გავაანალიზებთ ჩვენს მოვალეობას საზოგადოების წინაშე.კომუნიკაცია თანდათან მყარდება სკოლებს შორის, უკვე თანდათან ყველა მასალა ეტაპობრივად აიტვირთება ბლოგზე, სოციალურ გვერდზე გვექნება ჩვენი გვერდი და ჯგუფი, კომპიუტერს საუკეთესო რესურსად გამოვიყენებთ და ჩავაყენებთ წიგნის სიყვარულის სამსახურში.ჩვენ ყველა ერთი დიდი გუნდი ვიქნებით კეთილ საქმეში.
On 10th October the
debate-club “Dignity” and civil-club “Future is in Our Hands” of Kutaisi Public School N15 visited Geguti Public School #1, municipality of Tskaltubo .
They have partnership with the projects carried out by us. This year both clubs
have continued the educational project “Book is LOVE’, in which schools from
different regions are gradually joining. We started the implementation of the
project last year.
We hope more and more people will be
involved in this project and more and more young generation will become
interested in reading books. Once more we are able to think about our duties to
the society. The communication between different schools is gradually firming
up. All materials will be uploading on blog. We will have our page on the
internet. We will use computer as the best resource.
დავათვალიერეთ არაჩვეულებრივად ლამაზი ზეთისხილის პლანტაცია გეგუთის N1 საჯარო სკოლაში, ეს არის საშვილიშვილოდ კეთილი საქმე... ასევე ვესტუმრეთ გეგუთის ციხე–დარბაზს, ისტორიის პედაგოგები ესაუბრნენ მოსწავლეებს
ამ მნიშვნელოვან ნაგებობაზე .
We saw a very beautiful olive plantation in Geguti Public School N1. We visited Geguti castle as well. Teachers of history talked to the pupils about that important building.
https://www.youtube.com/watch?v=McTxQUV7wsE
https://www.youtube.com/watch?v=gE_zn4-mk1A&feature=youtu.be
29.10.14 ჩვენი სტუმარია
N 15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე
29.10.14 our guest is school headmaster- Eliso Jibladze. Every people have their attitude towards literary works of different epochs. The project “Book is LOVE” helps to form society’s personal dependence on the most important creation like a book.
ყველა ადამიანს
აქვს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ ეპოქასთან და მასზე აღმოცენებულ ლიტერატურულ
ნაწარმოებთან. პროექტი ,,წიგნი სიყვარულია“ საფუძველშივე აყალიბებს დამოკიდებულებას კაცობრიობის ყველაზე
უძველეს ქმნილებასთან, რომელსაც წიგნი ჰქვია.
The meeting was very interesting. The
audience listened to with great interest and attention. The guest’s discussion,
critical-thinking, emotion was clearly noticed. Pupils expressed their opinions
and ideas. They asked a lot of questions around the book.
ინტერესი, მოსაზრებები, რა გვეტყვიან
ახალს და უამრავი კითხვა, რომელიც ჩნდება განსაკუთრებით იმ წიგნთან მიმართებით, რომელიც
სტუმრის საყვარელი და მისთვის მნიშვნელოვანი წიგნია ასაკის გათვალისწინებით.
ყველაფერი იყო ბუნებრივი და არა ხელოვნური, გრძნობა,
დამოკიდებულება და ინტერესი. ყველა ყურადღებით ისმენდა და არა ძალდატანებით, ამას განსაზღვრავდა
სტუმრის მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, ემოცია და ხმის ტემბრი.
შეხვედრა
დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ქ–ნ ელისო ცდილობდა ბავშვები თავისუფალი ყოფილიყვნენ
და არ ყოფილიყო დაძაბული გარემო. მან შეძლო რეალურად წარმოჩენილიყო მათ წინაშე ანა
ფრანკი ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის
პერიოდში თავისი ოჯახით ამსტერდამში სამალავში აფარებდა თავს. ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ.
Mrs. Eliso tried the pupils to feel free in
the meeting. She made pleasant environment for the pupils. She talked about
Jewish girl- Anna Pranki who was hiding with her family in concealment in Amsterdam during the
period of Hitleri. In spite of the fact that Jewish people were killed cruelly
Anna believed that humans were kind deep in their hearts.
ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისისნი აღარ ბრუნდებოდნენ. მოგზაურობა იმ
სამყაროში რომელიც შენს საყვარელ გმირს ეკუთვნის, დადიხარ, განიცდი, გესმის ისე,
როგორც მას და გსურს სხვებსაც ჰქონდეს ამის სურვილი.....
Anna got a diary from her father as the present. She made a friend with it and called it “Kitty”. Only Anna’s father was survived. Anna wrote in her diary how the Jewish were pressured by Nazi. Jewish were prohibited to go to the clubs. They were forced to wear stars on their chests. Nazi wanted to annihilate Jewish nation. Anna saw in her own eyes how they were taking out the Jewish to the concentration camp from which they did not return.
შეხვედრა საზოგადო მოღვაწესთან: ჩვენი სტუმარია პოეტი ზვიად მეფარე(მეფარიძე)
N15 საჯარო სკოლაში პროექტ "წიგნი სიყვარულია"-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საზოგადო მორვაწესთან პოეტ ზვიად მეფარიძესთან. მან ისაუბრა თავის საყვარელ მოთხრობებზე, ო'ჰენრის "მოგვთა ძღვენი" და "უკანასკნელი ფოთოლი". ასევე მნიშვნელოვან რომანზე ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი".მარტინ იდენი საზოგადოების დაბალი ფენიდან იწყებს ცხოვრებას. მეზღვაური ბურჟუაზიისკენ მიისწრაფვის, გზაში კი ყველაფერს მუსრავს და თელავს, რაც წინ გადაეღობება.
Meeting
with a public figure: Our guest is poet-Zviad Meparidze. A meeting with Zviad Meparidze was arranged
in Public School #15. He talked about his favorite stories: “Magi Gifts” and
“The Last Leaf” by N. Henry and “Martin Eden” by Jack London. According to the
novel Martin Eden came from underclass. He tried to become the part of upper
class. On his way he destroyed everything which impeded him to get what he
wanted.Though his
real aim was not to become the member of the upper class, to earn a lot of
money and become well-known. He wanted to ingratiate himself with aristocrat
girl whom he fell in love. Martin started new life. He became successful by
helping books. His interest in books and intelligence had to be remarked. Mr. Zviadi discussed those books and he told
us why he loved them. Pupils took part in discussion. They
expressed their own opinions and ideas. Zviad Mepare also talked about his own
works and read some his rhymes
თუმცა მისი მიზანი მაღალ საზოგადოებაში მოხვედრა, ამით ფული შოვნდა და სახელის მოხვეჭა არ ყოფილა. არამედ სურდა არისტოკრატი ქალწულის გულის მოგების ღირსი გამხდარიყო. მან იცოდა, რომ ამას თავისი ბინძური ცხოვრებითა და ტლანქი აზროვნებით ვერ შესძლებდა, ამიტომაც საკუთარი თავის შეცვლი დაუოკებელი სურვილი იპყრობს. მარტინი ახალ ცხოვრებას იწყებს და ამაში კი წიგნებს იხმარიებს, რაც შემდგომში მისი წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცევა, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი ნიჭი და დაინტერესებაც წიგნებისადმი, რომელსაც წარსულ ცხოვრებაში არაერთხელ იჩენდა.

ბატონმა ზვიადმა განიხილა თითოეული მათგანი და არგუმენტირებულად იმსჯელა იმაზე, თუ რატომ უყვარს ეს ნაწარმოებები.
ბავშვები ჩაერთნენ დისკუსიაში, ასევე ვისაც წაკითხული ქონდა მოცემული ნაწარმოებები გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
ზვიად მეფარემ ასევე ისაუბრა თავის შემოქმედებაზე და ბავშვებს წაუკითხა რამოდენიმე თავისი ლექსი.
მაგრამ მსოფლაღქმის პრიმიტიული სტილი შიგნიდანვე რთულდება გონის გაღვივების და მუშაობის შედეგად. აბსოლუტური დამაჯერებლობით წარმოსახული პირველყოფილი ცბობიერების და ყოფის სურათის შიდა პლანს შეადგენს პრიმიტიულ ადამიანში ნამდვილი, სრულფასოვანი ადამიანის – პიროვნების დაბადების პროცესი. მოთხრობაში ანალიტიკურად არის წარმოჩენილი, როგორ იქცევა პირველყოფილი ჯოგის წევრი მოაზროვნედ და თვითშემმეცნებლად, საკუთარი ზნეობის და ღირსების მქონე, შემოქმედებაზე ორიენტირებულ და ღირებულებების გამომკვეთ ინდივიდიუმად. ამ პროცესის საფეხურები, ეტაპები მკაფიოდ არის გამოცალკავებული და აღბეჭდილი.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ VI-X კლასის მოსწავლეები. განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების აქტიურობა. ისინი მთელი დამაჯერებლობით საუბრობდნენ სტუმრის მიერ ნაწარმოებიდან წარმოდგენილ სხვადასხვა ფრაზებზე. ერთობ საინტერესო გამოდგა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.
შეხვედრა სტუდენტთან: ჩვენი სტუმარია თამარ გორგოძე.
ქ. ქუთაისის N15 საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბის
პროექტ "წიგნი სიყვარულია"-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა აწსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ გორგოძე.
მან ისაუბრა მწერალ ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებზე „იგი“.
A meeting with a student: Our guest is
Tamar Gorgodze.
A meeting with a student: Our guest is
Tamar Gorgodze.
There was a meeting in Kutaisi Public School N15 leaded by a student of philology faculty of Akaki Tsereteli State
University- Tamar Gorgodze. She talked about “Igi” by Jemal Qarcxaze.
ნაწარმოების მთავარი გმირი გარესინამდვილესაც და საკუთარ ფსიქიკასაც აღიქვამს როგორც სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოვლენათა კონკრეტიკას. ეს აღქმა პერსონიფიცირებულია (მზე „დღის თვალია“, მთავრე – „ღამის თვალი“. წუხილი ცოცხალი არსებაა). იგის აზროვნება ცალკეულ სიტუაციებზეა მიჯაჭვული, მისი მეხსიერება სუსტია, გამოცდილება – შეზღუდული და მწირი. ამირომ განსჯა, განზოგადება ძალიან უჭირს. გონებაზე ბევრად უფრო მეტად მას შეგრძნებები აქვს განვითარებული, განსაკუთრებით ყნოსვის და გემოს შეგრძნებები.
The main character perceives reality and his psychics as pleasant or unpleasant phenomena. Igi’s thinking of separable situations are chained, his memory is weak, his experience-limited and poor. That’s why he can not discuss and generalize the subject. His smell and taste are more developed than his mind.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ VI-X კლასის მოსწავლეები. განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების აქტიურობა. ისინი მთელი დამაჯერებლობით საუბრობდნენ სტუმრის მიერ ნაწარმოებიდან წარმოდგენილ სხვადასხვა ფრაზებზე. ერთობ საინტერესო გამოდგა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.
ჩვენი სტუმარია პედაგოგი, დირექტორის მოადგილე : ნინო თვალაბეიშვილი
ქ. ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პროექტ ”წიგნი სიყვარულია”-ს
ფარგლებში 2 მარტს გაიმართა შეხვედრა ქალბატონ ნინო თვალაბეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ
სამოქალაქო კლუბის და დებატ კლუბის წევრები, ასევე სკოლის დირექტორი ქ-ნ ელისო ჯიბლაძე.
ქალბატონმა ნინომ ისაუბრა გოდერძი ჩოხელის
მოთხრობაზე ”გაცოცხლებულ მიცვალებული”. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, დამსწრე
საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში. 8ბ კლასის მოსწავლე ლუკა
უკლებამ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მისთვის დასამახსოვრებელი ეპიზოდები. ქალბატონმა
ნინომ ბავშვებს გააცნო მისი დამოკიდებულება ამ მოთხრობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ
მოისმინა მათი აზრი.
მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ადანაშაულებდა მოთხრობის მთავარ გმირს, ბერას 140 ქისტის მკვლელობაში; მეორე ნახევარი კი ამართლებდა მას, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ის 2 უდანაშაულო ადამიანი არ უნდა მოეკლა.
საერთო ჯამში შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, უშუალო იყო დამსწრე საზოგადოებასა და სტუმარს შორის ურთიეთობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий