სსიპ ლასურიაშის საჯარო სკოლა
პროექტი „ წიგნი სიყვარულია“
ანგარიში N2
ანგარიში N1
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სალურიაშის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში „წიგნი სიყვარულია“. პროექტის ფარგლებში 18 თებერვალს სკოლაში მოწვეული იყო ლასურიაშის საჯარო სკოლის კურსდამთვარებული გიორგი ჭაბუკიანი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მან განიხილა მარგარეტ მიტჩელის რომანი „ქარწაღებულნი“ და აღნიშნულ ნაწარმოებთან დაკავშირებით საკუთარი ემოციები და აზრი გაგვიზიარა.
გიორგიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ნაწარმოების სიდიდისა იგი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანი გამოსვლისთანავე ბეტსელერად იქცა და პოპულარპბა ჰპოვა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მკითხველებში. მისი პოპულარობის საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს: იგი იკითხება ძალიან მარტივად და ამასთანავე ნაწარმოებში აღწერილი სიტუაცია ვითარდება მე-19 საუკუნის ამერიკაში და მოგვითხრობს ნაწარმების მთავარ პერსონაჟ სკარლეტ იიჰარას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის შესახებ.
რაც უფრო მეტად იზიდავს მკითხველს ამ წიგნის წაკითხვისაკენ. ამავე დროს ნაწარმოებში კარგად არის გადმოცემული მთავარი გმირის უარყოფითი და ძლიერი მხარეები. გიორგიმ ასევე მიმოიხილა ავტორის ბიოგრაფიიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიები.
აღსანიშნავია, რომ მსგგავსი შეხვედრები ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებასა და სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი აზრის თავისუფლად და დამოუკიდებლად დაფიქსირება, არამედ იმ მოსწავლეების სკოლასა და სასკოლო აქტივობებთან მეტად დაახლოებას, რომელმა სკოლამაც თითოეული მათგანი აღზარდა კარგ მოქალაქეებად.
ანგარიში N1
სსიპ ლასურიაშის საჯარო სკოლას პროექტ ,,წიგნი სიყვარულია"-ს ფარგლებში კოორდინირებას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე"-ს ეგიდით. პროექტის პირველი აქტივობა ითვალისწინებდა შეხვედრას სკოლის დირექტორთან, რომელიც ისაუბრებდა მის საყვარელ წიგნზე.
აქედან გამომდინარე ჩვენს სკოლაში ქალბატონმა მარინა ბრეგვაძემ განიხილა ჯორჯ ორუელის ერთ-ერთი წიგნი "ცხოველების ფერმა". გვსურს აღვნიშნოთ, რომ პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოწვია და ვიმედოვნებთ შედეგი აუცილებლად იქნება.
ჩვენ რეალურად შევძლებთ შევძლებთ კომუნიკაციის დამყარებას მთასა და ბარს შორის.
Комментариев нет:
Отправить комментарий