2015 წლის 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმეს" ინიციატივით მოეწყო პროექტში ჩართული სკოლების შუალედური ანგარიშების პრზენტაცია.გეგუთის N1 საჯარო სკოლის კოორდინატორმა ნანა გაგოშიძემ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა
პრეზენტაცია2014 წლის 10 ოქტომრიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით გეგუთის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრების სტუმრებთან შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა
2014 წლის 10 ოქტომბერს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დებატ–კლუბი ,,ღირსება და სამოქალაქო კლუბი,,მომავალი ჩვენია“ სტუმრად იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში, ისინი მემორანდუმის საფუძველზე, პარტნიორულ ურთიერთობაში არიან ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში. წელს ორივე კლუბი ერთად აგრძელებს პროექტს ,,წიგნი სიყვარულია“ , რომელშიც ეტაპობრივად ერთვებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები.
პროექტის
კონსულტანტებმა გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია
და დეტალურად გააცნეს მოსწავლეებს პროექტის მიზანი და პრობლემა.
დავათვალიერეთ არაჩვეულებრივად ლამაზი ზეთისხილის პლანტაცია გეგუთის N1 საჯარო სკოლაში, ეს არის საშვილიშვილოდ კეთილი საქმე... ასევე ვესტუმრეთ გეგუთის ციხე–დარბაზს, ისტორიის პედაგოგები ესაუბრნენ მოსწავლეებს
ამ მნიშვნელოვან ნაგებობაზე .
Комментариев нет:
Отправить комментарий