ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელ სუფსის საჯარო სკოლა (კოორდინირებას უშუალოდ უწევს ,,აკმე'') დაწყებითის მიმართულება

                                      პროექტი ,,წიგნი სიყვარულია'''  

                                                                                                                                      
ჩატარების ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ.სუფსის საჯარო სკოლა (დაწყებითი საფეხური)   


შეხვედრა სკოლის დირექტორის მოადგილესთან ნაირა მიმინოშვილთან


   2016 წლის 28 იანვარს პროეტის ,,წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში სოფელ სუფსის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ჩაატარეს შეხვედრა სკოლის დირექტორის მოადგილესთან ნაირა მიმინოშვილთან. 
შეხვედრის დასაწყისში ქალბატონმა ნაირამ მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე.



ესაუბრა იმაზე,თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი როლი საზოგადოებაში,თუკი ისინი იმეგობრებენ წიგნთან,იქნებიან ნაკითხი,განათლებული ადამიანები. 
ნაირა მიმინოშვილმა პატარე ბს წასაკითხად წარუდგინა თავისი ბავშვობის საყვარელი მოთხრობა დუტუ მეგრელის ,,ქინაქინა“,რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში 1957 წლის გამოცემულ მე-3 კლასის სახელმძღვანელოში აღმოაჩინა.ბავშვები ინტერესით შესცქეროდნენ წიგნის ძველ,გაყვითლებულ ფურცლებს.დინტერესდნენ მისი წარმომავლობით და უამრავი შეკითხვა დაუსვეს ქ-ნ ნაირას.


 დუტუ მეგრელის ,,ქინაქინა“ ბავშვებს ძალიან მოეწონათ.წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია.ისინი მსჯელობდნენ მოთხრობის გმირებზე.ბოლოს ერთხმად დაასკვნეს,რომ წიგნისა და სწავლის მოყვარულ ადამიანს ასაკის მიუხედავად შეუძლია აისრულოს სურვილი,აკეთოს სიკეთე,არგოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.ამის მაგალითი ხომ თავად მოთხრობის გმირი მიხა იყო. 


პროექტის კოორდინატორი: ქეთევან გოგუაძე






                                                                       
   პრეზენტაციის ჩატარების თარიღი: 
 2015 წლის 13 ნოემბერს სუფსის საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და მშობლებთან.მე-2 კლასის დამრიგებელმა ქეთევან გოგუაძემ კოლეგებსა და მშობლებს გააცნო პროექტის შინაარსი,მიზნები და მიმართულებები.
                                                                                                                                                                  პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა პედაგოგებსა და მშობლებში.მათ ერთხმად აღნიშნეს ,რომ პროექტი ეხმიანება დღევანდელ პრობლემებს წიგნიერებასთან დაკავშირებით.


 ,,დღეს,როცა ახალგაზრდა თაობა დაშორდა წიგნს და კომპიუტერის ,,მონა'' გახდა, ასმაგ მნიშვნელობას იძენს პროექტები,რომლებიც დააინტერესებს         და წიგნისკენ მოაბრუნებს მომავალ თაობას",



 ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ წამოწყებას და ვითანამშრომლებთ პედაგოგებთან, ზოგადად პროექტთან", 
,,მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას რადგან მიგვაჩნია,რომ კითხვა განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალი უდიდესი საფეხურია", 

,,ვფიქრობთ,რომ პროექტის მეშვეობით ჩვენი შვილები გაიგებენ ყოველდღე ახალს,გახდებიან უფრო კულტურულები და დახვეწილები"-- ერთხმად აღნიშნავდნენ მოსწავლეთა მშობლები.






დირექტორის მოადგილემ ქ-ნმა ნაირა მიმინოშვილმა გამოთქვა თანადგომისა და დახმარების სურვილი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში,რათა,მისივე თქმით მაქსიმალურად მოხდეს მოსწავლეთა ჩართვა, ამ მიმართულებით დაინტერესებაში,წიგნის სიყვარულის გაღვივება და მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება.      


                                                          


მოსწავლეთა ცხოვრებაში   წიგნის დიდ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა აგრეთვე მე-3 კლასის დამრიგებელმა რუსუდან მურვანიძემ,რომელმაც ასევე  სამადლობელო სიტყვებით მოიხსენია პროექტი ,,წიგნი სიყვარულია"  და შემოქმედებითი ჯგუფი ამ შესანიშნავი იდეისათვის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            პროექტის კოორდინატორი სუფსის საჯარო სკოლაში:   ქეთევან გოგუაძე


   სუფსის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურიდან პროექტს ახორციელებენ შემდეგი  მასწავლებლები: ქეთევან გოგუაძე (მე–2 კლასი),რუსუდან მერვანიძე (მე–3 კლასი)



 წიგნიერი ადამიანი ჩვენი დროის დიდი მოთხოვნაა. განათლებული,ინტელექტუალური,მცოდნე პიროვნების გვერდით ყოფნა დიდი სიამოვნებაა,ჩვენს დროშიი კი ნაკლებად შევხვდებით ასეთებს.კომპიუტერმა ბავშვები და უფროსებიც დააშორა წიგნს და ნაკლებად წიგნიერი გახადა.ამიტომ პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" სწორედ, რომ დროულია  ჩვენი  თაობის    წიგნთან   დასაბრუნებლად.  






 როცა ჩვენს სკოლაში გაიმართა  ამ  პროექტის პრეზენტაცია,სურვილი გამიჩნდა.ეს იდეა ჩემი მოსწავლეებისათვისაც გამეზიარებინა.2015 წლის 19 ნოემბერს ბავშვებს გავაცანი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" და წარვუდგინე პრეზენტაცია. პატარები სიხარულით შეხვდნენ ამ წამოწყებას.ვისაუბრეთ წიგნის,წიგნიერების და მისი მნიშვნელობის შესახებ.ერთხმად შევთანხმდით,რომ პროექტი ხელს შეუწყობს მათი წიგნიერების დონის ამაღლებას,ლექსიკის,მართლწერის განვითარებას.                                    



 მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ წიგნი ცვლის ადამიანის ცხოვრებას,კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო კარგები ვხდებით,რომ ის წიგნია ყველაზე კარგი,რომელიც წაკითხვის შემდეგ დიდხანს გვამახსოვრდება,რაც უფრო შინაარსიანია მოთხრობა თუ ზღაპარი,უფრო ადვილად აღსაქმელია და საინტერესო.   

                                                                                                                                                                     

                                                                                                                                                                 ბოლოს ბავშვებმა ჩემს მიერ გაკეთებულ გულის ფორმის ნახატზე დაწერეს თავიანთი სურვილები,მოლოდინები ამ პროექტთან დაკავშირებით.ახლა ვემზადებით შემდეგი შეხვედრისათვის.             
                                                      


                                                                     მე-3 კლასის დამრიგებელი რუსუდან მურვანიძე                                                                                                                                                                                                                     


Комментариев нет:

Отправить комментарий