ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა


                                                                 დეხვირის საჯარო სკოლა

დეხვირი — სოფელი საქართველოშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტშილასურიაშის თემში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულშიმდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს,ზღვის დონიდან 640 მეტრზეცაგერიდან დაშორებულია 3 კილომეტრით2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 262 კაცი.



 პროექტ „წიგნის სიყვარულიას“ ფარგლებში 24 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით მოეწყო წიგნის კითხვის დღე.





  სტუმრად დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან იმყოფებოდა პროექტის ელჩი, კოორდინატორი მოსწავლე საბა ჭაბუკიანი. მან საინტერესოდ წაიკითხა რევაზ ინანიშვილის ,,დედა“. მათ  განიხილეს მწერლის, რევაზ ინანიშვილის ძირითადი სათქმელი.რამდენად ემოციური ფონი გასდევს და ტკივილი, რომელიც დედის გარდაცვალების შედეგად მას გაჰყვა.


     შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. დაიგეგმა ღონისძიების ჩატარება გაზაფხულის დღესასწაულებთან (3 მარტი და 8 მარტი) დაკავშირებით.
  ასევე ჩაინიშნა სამომავლოდ შეხვედრა, სადაც სკოლის მეორე კოორდინატორი მოსწავლე, ვალერი სილაგაძე, წაიკითხავს პატარა მოთხრობებს ზნეობრივ თემებსა თუ საკითხებზე.


ჩვენს პროექტში ჩაერთო სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა, ისინი სიხარულით შეხვდნენ ამ წინადადებას. გთავაზობთ პროექტის პრეზენტაციის ამსახველ ვიდეო მასალას.





ჩატარების ადგილი: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.დეხვირის საჯარო სკოლა

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები:თამილა ნემსწვერიძე, მაგდა მურცხვალაძე

მოსწავლე: ანა ჭაბუკიანი(კოორდინატორი)

 რეზიუმე:დეხვირის საჯარო სკოლა 2014–15 სასწავლო წლიდან ჩაერთო მნიშვნელოვან პროექტში ,რომლის ინიციატორი და  ორგანიზატორი  ქუთაისის მე–15  საჯარო სკოლის ისტორიის               პედაგოგი ნათია კალანდაძეა (დებატ–კლუბის ,,ღირსება“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია“  მეურვე) მან და მისმა მოსწავლეებმა  დაიწყეს  კიდევ        ერთი სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: ,,წიგნი სიყვარულია“ და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს.  ჩვენც დავთანხმდით ,რადგან ეს პროექტი მართლაც      აქტუალური და მნიშვნელოვანია.      
    

გაიმართა დისკუსია სახელწოდებით ,,წიგნი თუ კომპიუტერი?!"   მასწავლებლებთან და  მოსწავლეებთან ერთად შეხვედრას მშობლებიც ესწრებოდნენ. ვფიქრობთ, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო,თითოეული მონაწილე აქტიურად იღებდა მონაწილეობას და გამოხატავდა თავის მოსაზრებას  ასაბუთებდნენ
 არგუმენტირებულად.










პროექტის სტუმარია  დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი 


რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა დეხვირის საჯარო სკოლაში,30 0ქტომბერს, პროექტის ,,წიგნი სიყვარულიას“ ფარგლებში. სკოლას სტუმრად ჰყავდა სკოლის დირექტორი ქ-ნ ხათუნა ხეცურიანი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე და კონკრეტული ნაწარმოების,ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელის“ დედააზრზე. 

 ,,ვისაც წიგნის კითხვა უყვარს,მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი,მხიარული თანამოსაუბრე,ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი.“

ამ ცნობილი გამონათქვამით დაიწყო მან თავისი გამოსვლა.

სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი უკიდურესად ხელმოკლეა, მას არა თუ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის, არამედ საცხოვრებლის ქირის გადახდაც კი არ შეუძლია. უღარიბესნი არიან მისი და და დედაც. მოულოდნელად ის შეიტყობს, რომ თავის და (დუნია რასკოლნიკოვა) აპირებს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც სულაც არ აპირებს ფინანსურად დაეხმაროს მეუღლის ოჯახს. ეს ფაქტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება, რის შემდეგაც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეცმისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება. ნაწარმოებში ჩანს დოსტოევსკის ნატიფი ფსიქოლოგიზმი. რომანში ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი სახე. ბედი მას შეახვედრებს მარტოსულ, შეშინებულ, ღარიბ გოგონას, რომელშიც ის პოულობს მშობლიურ სულსა და დასაყრდენსეს იყო სონია მარმელადოვა, რომელიც ოჯახს პროსტიტუციის გზით არჩენდა. რასკოლნიკოვი მხარდაჭერას ასევე პოულობს უნივერსიტეტის
მეგობარ რაზუმიხინში, რომელსაც მისი დაავდოტია რომანოვნა რასკოლნიკოვა უყვარს.
დოსტოევსკი ქრისტიანული ეთიკის პოზიციიდან აფასებს რასკოლნიკოვის ყოველ ნაბიჯს და ნააზრევვს. ღარიბ სტუდენტს გადაუწყვეტს გადალახოს მორალის საზოგადოდ ცნობილი ნორმები,უღალატოს ქრისტიანული კაცთმოყვარეობის დევიზს ,,არა კაც კლა“’ რადგან ფიქრობს რომ კლავს პრინციპს და არა  ადამიანს.მისი აზრით ისტორიული პროგრესის სათავე ძლიერი ნების ადამიანთა მიერ ჩადენილ ამა თუ იმ აქტში უნდა ვეძიოთ


მწერლის მტკიცებით, რასკოლნიკოვის ტრაგედია მისივე  თეორიულ გონებაშია:ის სულ ფიქრობს-აქვს თუ არა უფლება- მოკლას.ამ საკითხის დასმა შეუძლია მხოლოდ გონებას,აზრს,რომელიც ქრისტიანული ეთიკის წიაღიდან არის მომართული.სწორედ ეს გარემოება უადვილებს რასკოლნიკოვს სისხლით ნაბიჯის გადადგმას,მაგრამ მისი დანაშაული შინაგანად შეიცავს სასჯელს, სინდისი მაჯლაჯუნასავით აწვება რასკოლნიკოვის გონებას .
  მწერლის აზრით:,, ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დაე იტანჯოს,მისთვის ეს იქნება სასჯელი,ტკივილი ფართო შეგნების და ღრმა გონების პატრონისათვის მუდამ სავალდებულო’’.

რომანის ბოლოს რასკოლმიკოვს ჩვენ ვხედავთ ციმბირირში-კატორღამისჯილსა და სახარებაზე თავდახრილს.ხსნა, მხოლოდრწმენაშია, კეთი8ლისა და ბოროტის შეგნებაშია.რასკოლნიკოვმა სწორედ იმ მომენტში გაიმარჯვა,როცა მასში გაღვივებულმა ზნეობრივმა კანონმა მოჰკლა ეგოისტი თეორეთიკოსი.

გამოითქვა არაერთი აზრი უმრავლესობამ არ მოიწონა რასკოლნიკოვის საქციელი ,იმსჯელეს ალტერნატიულ შესაძლებლობაზეც- რა შეიძლებოდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი დაეღწია ამ მონური ,გაუსაძლისი ცხოვრებიდან და თან სუფთა სინდისიტ ეცხოვრა  მის დასთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამის ფონზე მისთვის მისაბაძ ადამიანად მისივე მეგობარი რაზუმიხინი წარმოვაჩინეთ, რომელმაც ცხოვრების გაუსაძლის პირობებს თავისი უნარებით დააღწია თავი.

    დაისვა სადისკუსიო კითხვები:
1.სწორად მოიქცა თუარა რასკოლნიკოვი ,როდესაც მან ადამიანის სიცოცხლე გასწირა თავისი მომავლის გადასარჩენად?
2.რა გამოსავალს მოიძიებდით ნაწარმოების გმირის  გადასარჩენად?
3.წარმოიდგინეთ თავი მოცემული გმირის ნაცვლად და ა.შ.


პროექტის სტუმარია – სკოლის ყოფილი მასწავლებელი და სოფლის უხუცესი:ქალბატონი ბაბუცა ახვლედიანი






   ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში,პროექტი ,,წიგნი სიყვარულიას „ ფარგლებში. სკოლას სტუმრად ყავდა ამავე სკოლის ყოფილი მასწავლებელი და სოფლის უხუცესი  პიროვნება, ქალბატონი ბაბუცა ახვლედიანი,რომელიც მოსწავლეებს  ესაუბრა თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე და აუხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ადამიანის სრულფასოვნად ჩამოყალიბების პროცესში.





ისაუბრა  ასევე ,თუ რაოდენ გაჭირვებაში უწევდა მას და მისი თაობის მოსწავლეებ მიეღოთ ის სწავლა-განათლება რაც შემდგომ მან გაუზიარა თავის აღსაზრდელებს
 ბაბუცა ახვლედიანიმა მოსწავლეებს  ესაუბრა თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე და აუხსნა , თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ადამიანის სრულფასოვნად ჩამოყალიბების პროცესში.




მოსწავლეებმა დასვეს კითხვები:

1.  რომელი წიგნი გიყვარდათ ყველაზე მეთად  და რატომ?
      
2.რას გაიხსენებდით კურიოზს თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობიდან?
  
3.რას გვირცევდით მოსწავლეებს?


2 комментария: