,,წიგნი სიყვარულია" ამბროლაურის ბაგა–ბაღშია...
პირველად პროექტში მთამ უპასუხა ახალ მიმართულებას და მთელი პროექტის საფუძველს: ,,წიგნი სიყვარულია" პირველად ამბროლაურის ბაგა–ბაღში შევიდა, სადაც პროექტს დიდი სიხარულით შეხვდნენ პედაგოგები, ბავშვები, მშობლები.
პროექტის მიზნის განხორციელება და შედეგზე გასვლა სწორედ ამ ასაკიდან დაწყებული ნაბიჯებით მივალთ.
საოცრად საინტერესო ყოფილა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან შეხვედრა და მუშაობა, ,,წიგნი სიყვარულია"–ს ელჩები ამბროლაურის N2 საჯარო სკოლიდან სკოლის დირექტორთან ბ–ნ მინდია ცხვედიანთან, პროექტის კოორდინატორ მაია დგვარელთან, რატი რატიანთან და მარიამ გურგენიძესთან ერთად სტუმრობდნენ ამ არაჩვეულებრივად დიდი სიხარულისა და სიყვარულის მომტან ბავშვებს. ვფიქრობთ აღნიშნული მიმართულება არის ყველაზე საშური საქმე, მარცვალ–მარცვალ, თანდათან ჩაიდოს წიგნის სიყვარული.
ბაგა–ბაღში მეორე შეხვედრაზე ქ–ნ მაია დგვარელმა და მარიამ გურგენიძემ ბავშვებს წაუკითხეს მათთვის საყვარელი ზღაპრები.
პატარებისტვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა უფროს მეგობარებთან შეხვედრა, ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მათთვის სკოლის დადებითად აღქმასთან დაკავშირებით, ხელს შევუწყობთ მათ წიგნთან დაახლოებას და სამომავლოს პიროვენებად ჩამოყალიბების გზაზე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი იქნება გადადგმული.
ამბოლაურის N2 საჯარო სკოლის პროექტის კოორდინატორი მოსწავლე: მარიამ გურგენიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий