გეგუთის N11 საბავშვო ბაგა–ბაღი, კოორდინირებას უწევს გეგუთის N1 საჯარო სკოლა

წიგნის სიყვარულია“ გეგუთის N11 საბავშვო ბაგა–ბაღშია


სკოლამდელი ასაკიდან იწყება განვითარება!


,წიგნი სიყვარულიას" ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემს პატარა მეგობრებს,საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. 

მათი გულწრფელი ინტერესი,ხალასი დამოკიდებულება სიახლეებისადმი საოცარ შთაბეჭდილებას მიქმნიდა. 

დიდხანს ვისაუბრეთ ფრინველებზე,ცხოველებზე,საშიშ და მეგობრულ დამოკიდებულებაზე მათთან. 


ბოლოს ყურადღება წეროზე შევაჩერეთ და დიდი წიგნი წავიკითხეთ და დავათვალიერეთ,სადაც წეროს ამბავი იყო საინტერესოდ გადმოცემული..... 

ბავშვებთან ერთად კითხვა საოცარი რამ არის ,ხოლო პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" წიგნიერების სადარაჯოზე აღმართული ბაირაღი.

სსიპ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: მაია მამისეიშვილი









    პროექტ  ,,წიგნი სიყვარულიას“     მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოებაა. ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულის დანერგვა ვფიქრობ სწორედ სკოლამდელი აღსაზრდელებიდან უნდა დავიწყოთ. 





ამ მიზნით       პროექტის ფარგლებში 2015 წლის 9 დეკემბერს, გეგუთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი, პროექტის ფარგლებში ამავე სკოლიდან აღნიშნული პროექტის კოორდინატორი მასწავლებელი,  სტუმრად ვიყავი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში, აქ შევხვდით სკოლამდელ აღსაზრდელებს და მათ მასწავლებლებს.




  თანამსრომლებმა და ბაღის აღსაზრდელებმა გულთბილად მიგვიღეს და დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი პროექტის მიმართ. შეხვედრისას გავაცანი პროექტის მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმე“–ს დამფუძნებელი  ქალბატონი ნათია კალანდაძე და ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი თეა ნიშნიანიძე  მოგვიანებით შემოგვიერთდნენ და საბავშვო ბაღს სამახსოვროდ, სიმბოლურად გადასცეს ქართული ხალხური ზღაპრების წიგნები .




    ბავშვებთან ვისაუბრეთ მათთვის საინტერესო წიგნების შესახებ, წავუკითხეთ  G-pried-ში ჩართული სკოლების მიერ (რომელშიც ასევე ჩართულია გეგუთის N1 საჯარო სკოლა) შექმნილი წიგნებიდან ორი ზღაპარი, რასაც მათი მხრიდან დადებითი ემოცია მოჰყვა, გამოთქვამდენ თავიანთ აზრს, სვამდნენ კითხვებს.





 ქალბატონი ნათია ბავშვებს გაეცნო ისაუბრა წიგნისა და კომპიუტერის შესახებ, მოისმინა ბავშვების  აზრი-- რომელი მეტად მოსწონთ წიგნი თუ კომპიუტერი.
 დასასრულს ბავშვებმა წაგვიკითხეს ლექსები, ზღაპრები. პატარები ნაღვლიანი და ცრემლიანი თვალებით დაგვემშვიდობენ.
 ეს სტუმრობა კვლავ გაგრძელდება და პროექტის ფარგლებში შევეცდებით ბავშვებთან სხვა, მათთვის საინტერესო წიგნებზე, სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ.




             პროექტის კოორდინატორი გეგუთის N1 საჯარო სკოლაში: ეკა ნადირაძე
   

Комментариев нет:

Отправить комментарий