,,წიგნი სიყვარულია" უკვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლაშია!
ბავშვებში დიდი სიხარული და აჟიტირება გამოიწვია პროექტმა. ყველამ გამოთქვა სურვილი ჩართონ მასში და ერთად წაიკითხონ წიგნები. ჩვენ დაინტერესების გასაზრდელად სხვადასხვა კონკურსი მოვიფიქრეთ. პირველი შეხვედრა დავგეგმეთ სკოლის დირექტორთან 20 ოქტომბრისთვის.ყველა დაინტერესბული და მოტივირებულია.
პროექტის ,,წიგნი სიყვარულია" კოორდინატორები:
ნინო გურეშიძე და ბექა ჩხიკვაძე (V კლასი) I-VI კლასებში, თეა ტალახაძე და კესო ჩხიკვაძე*VII კლასი) VII-IX კლასებში. ჩვენი სკოლა საბაზოა, ცხრაწლიანი.
ვიდრე პროექტის პრეზენტაციას გავმართავდით, მოსწავლეებთან ჩავატარეთ გამოკითხვა-ანკეტირება.
ბავშვებში ინტერესის გაზრდის მიზნით შევკრიბე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნის შესახებ და პრეზენტაციის სახით შევთავაზე. გიგზავნით ამ მასალას.
პატივისცემით: თეა ტალახაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий